ლირიკა
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლირიკა}} |
ლირიკა: (ბერძნ. lyrikos < lyra – მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) – მხატვრული ლიტერატურის გვარი ეპოსთან და დრამასთან ერთად, უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიან ლექსით ნაწარმოებში. თუ ეპოსში სინამდვილე, გმირის ცხოვრება გადმოცემულია თხრობით, დრამაში ადამიანის ქცევა-ხასიათი ნაჩვენებია მოქმედებაში, ლირიკაში სინამდვილე განსახიერებულია პოეტის მიერ მიღებული შტაბეჭდილებების პრიზმით, გადმოცემულია ადამიანის ცალკეული განცდა, გრძნობა, აზრი, განწყობილება, მაგრამ ისე, რომ იგი არა მხოლოდ პირადული განდა-სატკივარია, არამედ გამოსახულია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი. იგი შორდება განზოგადებულობით ავტორის პიროვნებას და წარმოადგენს ყველას სათქმელს.
ლირიკული ნაწარმოების გმირი მეტწილად ავტორია. ამიტომ ასეთი სახე გარკვეულ ცნებად იქცა, რადგან ადგილი აქვს მხატვრულ გამონაგონსაც. ის გვხვდება პროზაულ ნაწარმოებშიც (ლირიკული გადახვევა). ლირიკოსები: დ. გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი, გოგლა და სხვა.
სტატიის