კნინობით-ალერსობითი სახელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კნინობით-ალერსობითი სახელი — წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. ასეთი ფორმა ხშირად ალერსობითის მნიშვნელობით იხმარება.

ქართულ ენაში კნინობითი ფორმის მაწარმოებელი სუფიქსებია: ა, აკ, ია, იკო, ილო. მაგალითად:

  • ა: კაც-ა
  • აკ: წიგნ-აკ-ი
  • ია: და-ია
  • იკო: დედ-იკო
  • ილო: დედ-ილო

„იკო“ და „ილო“ სუფიქსები გვხვდება ადამიანთა სახელებში და ალერსით თქმას გამოხატავენ.

კნინობით სახელს ზოგჯერ ორი ან სამი სუფიქსიც აწარმოებს, მაგალითად, „კაც-უნ-ა“.

ქართულისათვის უცხოა ასეთი წარმოება: ანიჩკა, ვერიჩკა, ელიჩკა და ა.შ.