უოლტ უიტმენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლტ უიტმენი
უოლტ უიტმანი
უოლტ უიტმენი

უოლტ უიტმანი (Walt Whitman, დაბადებით Walter Whitman, *31 მაისი, 181926 მარტი, 1892) — ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და ჰუმანისტი. დაიბადა უესტ-ჰილში, ჰანტინგტონი, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ლექსებისა და პოემების კრებული „ბალახის ფოთლები“ და „Drum-Taps“.

ადრეული ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ცხრა შვილიან ოჯახში ლონგ-აილენდზე, გაიზარდა ბრუკლინში. კარიერა ჟურნალისტობითა და რედაქტორობით დაიწყო. გარკვეული პერიოდი საკუთარი გაზეთის „ლონგ-აილენდერი“ რედაქტორი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება (1838-39). ადრეულ წლებში ლიბერალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა მამის გავლენით, რომელიც სოციალისტური იდეების მიმდევარი იყო.

17 წლის ასაკში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მწერლობის კარიერას. 1848 წელს პირველად ნიუ-ორლეანში მიემგზავრება ძმასთან, სადაც რამდენიმე თვე ადგილობრივ გაზეთში მუშაობს, თუმცა მოგვიანებით ისევ ბრუკლინში ბრუნდება და ბრუკლინ-თაიმზის რედაქტორი ხდება. აქვე ის ჟურნალისტად მუშაობს რამდენიმე გაზეთისთვის, მათ შორის, New York Aurora და Democratic Review, სადაც ის იმ დროისთვის პროგრესული ლიტერატურული კულტურის ნაწილი ხდება. უიტმანი თავად აღნიშნავს, რომ ავრორასთვის რალფ ვალდო ემერსონის ლექციათა სერიის გაშუქებამ მის აზროვნებაში გადატრიალება მოახდინა.

პოეზია[რედაქტირება]

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება]

ამერიკის სამოქალაქო ომი[რედაქტირება]

გვიანდელი ბიოგრაფია[რედაქტირება]

გავლენა პოეზიაზე[რედაქტირება]

რჩეული ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]