მალკოლმ იქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალკოლმ იქსი

მალკოლმ იქსი (ინგლ. Malcolm X, ნამდვ. სახელი — მალკოლმ ლიტლი, ინგლ. Malcolm Little, ასევე ცნობილი როგორც ელ-ჰაჯ მალიქ ელ-შაბაზი, დ.19 მაისი, 1925 — გ. 21 თებერვალი, 1965) — ამერიკელი შავკანიანი მუსლიმი მოძღვარი და შავკანიანთა მოძრაობის აქტივისტი. 1952-64 წლებში ჩართული იყო "ისლამის ერის" მოძრაობაში. მოძრაობის დატოვების შემდეგ 1964 წელს ჰაჯზე გაემგზავრა მექაში და სუნი მუსლიმი გახდა. ბრიწყინვალე ორატორი ქადაგებდა "შავი ნაციონალიზმის" იდეოლოგიას, შემდგომში კი აშშ-ის არსებული წყობის რევოლუციით შეცვლის აუცილებლობას. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია "აფროამერიკელთა ერთობა" (Afro-American Unity). ერთ წელიწადში ის ჰარლემში სახალხო გამოსვლისას დაცხრილეს. შავკანიანთა მიერ აღიქმება მათი უფლებებისთვის მებრძოლ გმირად. 1992 წელს ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ გადაიღო ამავე სახელწოდების კინოფილმი, სადაც მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს. ჰარლემის ერთ-ერთ მთავარ გამზირს მალკოლმ იქსის სახელი ქვია.