11 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
11 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 284-ე დღე (ნაკიან წლებში – 285-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 81 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 1783 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
- 1811 : გამომგონებელი ჯონ სტივენსის კატარღა "ჯულიანა" იწყებს მოქმედებას როგორც პირველი ორთქლზე მომუშავე ბორანი ნიუ-იორკსა და ჰობოკენს შორის (ნიუ-ჯერსი).
- 1850 : სიდნეის უნივერსიტეტი დაარსდა ავსტრალიაში სამი პროფესორითა და 24 სტუდენტით, როგორც ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტი.
- 1968 : ნასა აპოლო 7-ს უშვებს - პირველი წარმატებული ადამიანით მართული აპოლოს მისია, ასტრონავტებით უოლი სქირა, დონ ეიზელი და უოლტერ კანინგემი.
- 1986 : ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი რ. რეიგანი და სსრ კავშირის ლიდერი მ. გორბაჩოვი.
- 1987 : ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის დემონსტრაცია ვაშინგტონში 200.000 ადამიანს იზიდავს აშშ-ის მთავრობის მიერ შიდსის ეპიდემიის უგულებელყოფის გამო.
- 1994 : შავი სამშაბათი - რუსეთის რუბლი დოლართან მიმართებაში კატასტროფულ დევალუაციას განიცდის.
- 2007 : ბრიტანელი მწერალი დორის ლესინგი ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება ლიტერატურის დარგში.
- 2009 : ირლანდიის ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ შეიარაღებული კამპანიის დასრულება გამოაცხადა.
- 2010 : დიდი ბრიტანელი ქრისტოფერ პისარადისი და ამერიკელი მკვლევარები პიტერ დაიმონდი და დეილ მორტენსენი ეკონომიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2011 : უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთთან 2009 წელს დადებული ხელშეკრულების გამო.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1671 : ფრედერიკ IV - დანიის მეფე (გ.1730)
- 1885 : მორიაკი, ფრანსუა - ფრანგი მწერალი (გ.1970)
- 1887 : ჟუვი, პიერ ჟან - ფრანგი მწერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1531 : ცვინგლი, ულრიხ - შვეიცარიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (დ.1484)
- 1889 : ჯოული, ჯეიმზ პრესკოტ - ინგლისელი ფიზიკოსი (დ.1818)
- 1963 : ჟღენტი, სერგი - ქართველი ენათმეცნიერი (დ.1912)
- 1963 : პიაფი, ედიტ — ფრანგი მსახიობი და მომღერალი
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ხარიტონ აღმსარებელი
- ბარუქი წინასწარმეტყველი
- კირილე და მარიამი
- ვიაჩესლავ ჩეხი
- წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი
- აგრეთვე:
- აშშ : გენერალ პულასკის ხსოვნის დღე
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |