ლა-იგერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ლა-იგერა
La Higuera
ჩე გევარას მონუმენტი
ჩე გევარას მონუმენტი
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი სანტა-კრუსი
პროვინცია ვალიეგრანდე
კოორდინატები 18°47′ ს. გ. 64°13′ დ. გ. / 18.783° ს. გ. 64.217° დ. გ. / -18.783; -64.217
ცენტრის სიმაღლე 1950
მოსახლეობა 119 კაცი (2001)

ლა-იგერა მდებარეობა ბოლივია

Red pog.svg

ლა-იგერა (ესპ. La Higueraლეღვის ხე) — პატარა სოფელი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის ვალიეგრანდეს პროვინციაში. მიეკუთვნება პუკარის მუნიციპალიტეტს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან 150 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1950 მეტრზე. 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 119 ადამიანია და ძირითადად ადგილობრივი გუარანის ხალხისგან შედგება.

ისტორია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე ჩე გევარას შეპყრობა და სიკვდილით დასჯა

1967 წლის 8 ოქტომბერს, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლივიის არმიამ სოფლის სიახლოვეს, კებრადა-დელ-ჩუროს ღარტაფში შეიპყრო არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერი ჩე გევარა, რითაც აღკვეთა მისი მცდელობა რევოლუციის დაწყებისა მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. ჩე გევარა სოფლის სკოლის შენობაში მოათავსეს, სადაც მეორე დღეს სიკვდილით დასაჯეს. გვამი ვალიეგრანდეში წაიღეს, სადაც საჯაროდ გამოფინეს, შემდეგ კი საიდუმლოდ დამარხეს ასაფრენი ზოლის ქვეშ.

ჩე ტურიზმი[რედაქტირება]

ლა-იგერაში ტურისტები პილიგრიმებივით მოდიან მთელი მსოფლიოდან. იმ ტელეგრაფის ოფისში, საიდანაც პარტიზანებმა საბოლოოდ სცადეს გარესამყაროსთან კავშირის დამყარება, ერთმა ფრანგმა ჰოსტელი გახსნა. სოფლის მაცხოვრებელთა ქოხებში ჩამოკიდებულია რევოლუციონერის სურათი, ბევრი მათგანი კი მის, როგორც „წმინდა ერნესტოს“ წინაშე ლოცულობს და როგორც ამბობენ, ლოცვის შემდეგ სასწაულებიც ხშირია.

Der Spiegel, ოქტომბერი 2007[1]

არეალის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია „ელ ჩეს“ მონუმენტი და სკოლის ყოფილ შენობაში გახსნილი მემორიალი. ლა-იგერა 2004 წელს გახსნილი "Ruta del Che"-ს (ჩე გევარას გზა) გაჩერებაა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]