დევიდ ბოუი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ბოუი
David-Bowie Chicago 2002-08-08 photoby Adam-Bielawski-cropped.jpg
დევიდ ბოუი 2002 წელს ტურნეს Heathen Tour ფარგლებში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევიდ რობერტ ჯონსი
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1947 (1947-01-08) (67 წლის)
ბრიქსტონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი
გლემ როკი
არტ როკი
პოპ-როკი
ექსპერიმენტული
მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი,
მსახიობი,
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ჰარმონიკა, საქსოფონი, ვიოლინო, ჩელო, კოტო, პერკუსია
აქტიური 1964 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Deram, RCA, Virgin, EMI, ISO, Columbia, BMG, Pye
ასოციაციები The Riot Squad, Arnold Corns, Tin Machine, The Hype, The Lower Third, The Konrads
საიტი www.davidbowie.com

დევიდ ბოუი (ინგლ. David Bowie ['bəʊiː], ნამდვილი სახელი: დევიდ რობერტ ჯონსი; დ. 8 იანვარი, 1947) — ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი და აუდიო ინჟინერი.

თავის დროზე, დევიდ ბოუიმ არაერთი ალბომი და სინგლი გამოუშვა, მაგრამ პირველად მუსიკის მოყვარულთა ინტერესი დაიმსახურა 1969 წელს, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი მელოდრამამ, სიმღერამ Space Oddity ბრიტანეთში სინგლების ჰიტ აღლუმში მე-5 ადგილი დაიკავა. სამწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, იგი კვლავ გამოჩნდა 1972 წელს - გლემ-როკის ზენიტის ხანაში, როგორც ანდროგინული არსება, სახელით ზიგი სთარდასტი.

მოგვიანებით, მან ხმისჩამწერ ლეიბლს და ამერიკელ მსმენელს იმედი გაუცრუა, როდესაც გამოუშვა მინიმალისტური ალბომი, სახელწოდებით Low. აქ შედგა ბოუის და ბრაიან ინოს პირველი თანამშრომლობა.

1970-იანი წლების ბოლოს პერიოდული კომერციული წარმატებების შემდეგ, 1980 წელს ბოუიმ ბრიტანეთის ჰიტ აღლუმები დაიპყრო სიმღერით Ashes to Ashes. მომდევნო წელს ბოუის და ჯგუფ Queen-ის ტანდემი სიმღერით Under Pressure ბრიტანეთის ჰიტ აღლუმების სათავეში მოექცა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად 1983 წელს, როდესაც ალბომიდან Let's Dance ერთდროულად სამი სინგლი იქცა ჰიტად.

თავისი კარიერის მანძილზე, დევიდ ბოუის გაყიდული აქვს 136 მილიონი ალბომი და ბრიტანეთის პოპ მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე კარგად გაყიდვად მუსიკოსებს შორის იკავებს საპატიო ადგილს.

2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის მას 39-ე ადგილი მიაკუთვნა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1947-1967: პირველი წლები[რედაქტირება]

დევიდ რობერტ ჯონსი დაიბადა ბრიქსტონში (ლონდონი). ტადკასტერილი (იორკშირი) მამის და ირლანდიელი დედის ოჯახში. ბოუის მშობლები ოფიციალურად დაქორწინდნენ მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ. როდესაც იგი 6 წლის იყოს, ოჯახი გადავიდა ბრომლიზე, კენტში, სადაც დევიდი დადიოდა ბრომლის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (მოგვიანებით მას ეწოდა რევენსბორნის დიზაინისა და კომუნიკაციის კოლეჯი.

როდესაც დევიდი 15 წლის იყო, მისი მეგობარი, ჯორჯ ანდერვუდი, რომელიც თითზე ბეჭედს ატარებდა, ეჩხუბა დევიდს გოგონას გამო და თვალში ხელში გაარტყა. დევიდი მოწყდა სკოლას რვა თვით, ექიმები კი ცდილობდნენ მისი თვალის აღდგენას. ექიმებმა ვერ შესძლეს თვალის სრულყოფილად აღდგენა. დღეისათვის ბოუის უჭირს ამ თვალით ხედვა და, მისივე თქმით, ყველაფერს ნახევრადყავისფერ ტონებში ხედავს. ამასთან, თვალს თითქოს სხვა ფერი აქვს, მაგრამ სინამდვილეში იგი მაინც ცისფერია - ეს ილუზია მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ იგი ოდნავ დაზიანებულია. საგულისხმოა, რომ ანდერვუდმა დაამზადა დევიდის პირველი ალბომების ყდები და დარჩა მის მეგობრად.

ბოუის დაინტერესება მუსიკით დაიწყო 9 წლის ასაკში, როდესაც მამამისმა შინ მოიტანა ამერიკელი მუსიკოსების ჩანაწერები. ელვის პრესლის სიმღერის Tutti Frutti მოსმენის შემდეგ, დევიდმა, მისივე აღიარებით, იგრძნო, თითქოს ღმერთს უსმენდა. მუსიკამ დიდი გავლენა იქონია დევიდზე. მოგვიანებით დედამ მას უყიდა სათამაშო საქსოფონი. 1962 წლისათვის დევიდმა ნამდვილი ინსტრუმენტი შეიძინა და ჩამოაყალიბა ჯგუფი Konrads. სხვადასხვა კოლექტივთან (The King Bees, The Manish Boys, The Lower Third და The Riot Squad) გამოსვლის და პირველი ჩანაწერის Liza Jane (ჯგუფი The King Bees) გამოცემის შემდეგ მსმენელი დაინტერესდა ახალგაზრდა და პერსპექტიული მუსიკოსით, რომელიც, ყველაფერთან ერთად, არტისტიზმით სავსე იყო.

1960-იანი წლების დასაწყისში ბოუი გამოდიოდა თავისი ნამდვილი სახელით, მაგრამ 1966 წელს ბოუი მის სასცენო სახელად იქცა - ალამოს ბრძოლის გმირის ჯიმ ბოუისა და ბოუის დანის პატივსაცემად. ამ პერიოდში მან ჩაწერა რამდენიმე სინგლი, ჯგუფთან The Manish Boys და პროექტის David Bowie (and The Lower Third) სახით, მაგრამ ყველა ჩანაწერი წარუმატებელი იყო.

მისი პირველი სოლო-ალბომი, David Bowie გამოიცა 1967 წელს, ლეიბლის Decca Records ქველეიბლზე Deram. ეს იყო პოპ მუსიკის, ფსიქოდელიური როკისა და მიუზიკ ჰოლის ნიჭიერი სინთეზი. ამავე პერიოდში მან გამოსცა სასაცილო სინგლი The Laughing Gnome, რომელზეც მისი ვოკალი გატარებული იყო წრიპინის ეფექტში. წარუმატებლობამ გააოცა დევიდი და შემდეგი 2 წლის განმავლობაში სტუდიური სიჩუმე ჩამოვარდა.

დრამატული ხელოვნების შთაგონებით დევიდმა ცხოვრებაში ახალი ნაბიჯები გადადგა და საკუთარ შემოქმედებაშიც სხვადასხვა პერსონაჟის სახეების შეტანა დაიწყო. მისი შემდეგი სინგლი დაწერილი იყო ახალგაზრდა მუსიკოსისათვის, ოსკარისათვის (პოლ ნიკოლასი). ეს იყო Over the Wall We Go, რომელიც სატირულ ფერებში განიხილავდა ბრიტანულ ციხეს. 1968 წელს დევიდის მენეჯერმა კენეტ პიტმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Love You Till Tuesday, რომლისთვისაც დევიდმა რამდენიმე სიმღერა დაწერა. ფილმი მხოლოდ 1984 წელს გამოვიდა.

1969-1973: ფსიქოდელია და გლემ როკი[რედაქტირება]

წარმატება დევიდს ეწვია 1969 წლის სინგლთან Space Oddity ერთად. ამ სინგლის გამოცემა დაემთხვა იმავე წელს მომხდარ მთვარის დაბნელებას. ბალადის სტილის სიმღერაში საუბარია მაიორ ტომზე, ასტრონავტზე, რომელიც იკარგება კოსმოსში, თუმცა ვიღაცამ ჩათვალა, რომ აქ არის დამალული ალეგორია ნარკოტიკებთან. აგრეთვე გამოიცა დევიდის მეორე სტუდიური დისკი, რომელსაც თავდაპირველად იგივე სახელი ჰქონდა, რაც წინა დისკს, ეს კი გაუგებრობას იწვევდა. ამიტომაც აშშ-ში მისი სახელი იყო Man of Words, Man of Music, ხოლო 1972 წელს იგი გამოვიდა ლეიბლზე RCA Records, სახელწოდებით Space Oddity.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დევიდ ბოუის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: