15 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
15 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 46-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 319 დღე (ნაკიან წელში - 320).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- ძვ. წ. 399 : ფილოსოფოს სოკრატეს (სურათზე) ურწმუნოების გამო სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.
- 590 : ხოსრო II სპარსეთის მეფედ აკურთხეს.
- 1637 : ფერდინანდ III ხდება საღვთო რომის იმპერატორი.
- 1835 : სერბეთში პირველი კონსტიტუციური კანონი მიიღეს.
- 1862 : ამერიკის სამოქალაქო ომი — გენერალი ულისე გრანტი ფორტ-დონელსონს უტევს ტენესიში.
- 1906 : ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ჩამოყალიბდა.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი — სინგაპურის დაცემა: ბრიტანეთის გენერალი არტურ პერსივალი იაპონელებს ჩაბარდა. დაახლოებით 80.000 ინდოელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ჯარისკაცი სამხედრო ტყვე გახდა. სუკ ჩინის ხოცვა იწყება.
- 1946 : ENIAC - პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინა პენსილვანიის უნივერსიტეტმა.
- 1950 : სსრკ და ჩინეთი ხელს აწერენ ურთიერთ თავდაცვის პაქტს.
- 1965 : კანადამ მიიღო დროშა ნეკერჩხლის ფოთლის გამოსახულებით.
- 1971 : ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და ირლანდიური ფუნტის დეციმალიზაცია მოახდინეს.
- 1976 : ეროვნული რეფერენდუმით კუბის კონსტიტუცია დამტკიცდა.
- 1989 : სსრ კავშირმა გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან.
- 1994 : რუსეთმა თათრეთის ანექსია მოახდინა მის ე.წ. ფედერაციაში.
- 2003 : ერაყის ომის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა მსოფლიოს 600 ქალაქში. დაახლოებით 300 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ეს აქცია ისტორიაში უდიდესი სამშვიდობო დემონსტრაცია გახდა.
- 2005 : ინტერნეტ საიტი YouTube იწყებს ფუნქციონირებას.
- 2009 : კოლუმბიაში ვულკანი გალერასის ამოფრქვევამ 8 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1564 : გალილეო გალილეი — იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი
- 1710 : ლუი XV (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
- 1868 : ანასტასია ერისთავი-ხოშტარია — ქართველი პროზაიკოსი.
- 1883 : ვუკოლ ბერიძე — ქართველი ენათმეცნიერი
- 1954 : მეტ გრენინგი — ამერიკელი მხატვარი, სიმპსონების შემქმნელი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1781 : გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი — გერმანელი მწერალი და განმანათლებელი.
- 1830 : იოანე ბატონიშვილი — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
- 1857 : მიხეილ გლინკა — რუსი კომპოზიტორი
- 1939 : კუზმა პეტროვ-ვოდკინი — რუსი მხატვარი
- 1942 : არდევან ახვლედიანი — ქართველი მეან-გინეკოლოგი
- 1958 : ტოკუნაგა სუნაო — იაპონელი მწერალი.
- 1988 : რიჩარდ ფეინმანი — ამერიკელი ფიზიკოსი
- 1992 : ვლადიმერ ანთაძე — ქართველი მიკრობიოლოგი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:
-
- მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |