ჯავაჰარლალ ნერუ
| ჯავაჰარლალ ნერუ | ||
| ინდოეთის 1-ლი პრემიერ-მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964 | ||
| პრეზიდენტი | რაჯენდრა პრასადი, სარვეპალი რადჰაკრიშნანი | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
| მემკვიდრე | გულზარილალ ნანდა | |
|
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964 | ||
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
| მემკვიდრე | გულზარილალ ნანდა | |
|
|
||
| დაბადებული | 14 ნოემბერი, 1889 ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი |
|
| გარდაცვლილი | 27 მაისი, 1964 დელი, ინდოეთი |
|
| პოლიტიკური პარტია | იეკ | |
| მამა | მოტილალ ნერუ | |
| შვილები | ინდირა განდი | |
| განათლება | კემბრიჯის უნივერსიტეტი | |
| პროფესია | იურისტი | |
| რელიგია | ათეიზმი | |
| ხელმოწერა | ||
ჯავაჰარლალ ნერუ (ჰინ. जवाहरलाल नेहरू; დ.14 ნოემბერი, 1889, ალაჰაბადი — გ. 27 მაისი, 1964, დელი) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ალაჰაბადში, გავლენიანი სახელმწიფო მოხელის ოჯახში. მამამისი, მოტილალ ნერუ ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1912 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაბრუნდა ინდოეთში. დასახლდა ალაჰაბადში და დაიწყო მუშაობა მამამისის საადვოკატო კანტორაში.
1916 წელს ნერუმ კამალა ნერუზე იქორწინა , რომელიც იმ დროს 16 წლის იყო. ქორწინებისას თავად ნერუ 26 წლის იყო. კამალა დელიში მაცხოვრებელი კაშმირის ცნობილი ოჯახიდან იყო.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Lord Mountbatten's daughter recalls Nehru
- Jawahar Lal Nehru's Biography
- Jawaharlal Nehru University
- Nehru biography at Harappa.com
- India Today's profile of Nehru
- Nehru's legacy to India
- Nehru on Communalism
- 12 Indians who are famous in Russia
- Jawaharlal Nehru Quotations
- Booknotes interview with Stanley Wolpert on Nehru: A Tryst with Destiny, December 29, 1996.