Hasta Siempre, Comandante
„Hasta Siempre, Comandante“ ან უბრალოდ „Hasta Siempre“ — კომპოზიტორ კარლოს პუებლას მიერ 1965 წელს დაწერილი ესპანური სიმღერა. სიმღერის ტექსტი ეძღვნება რევოლუციონერ ჩე გევარას გამოსათხოვარ წერილს, რომელიც მან კუბის დატოვებისას დაწერა, რათა რევოლუციები წარემართა კონგოსა და შემდეგ ბოლივიაში, სადაც ის შეიპყრეს და მოკლეს.
ტექსტი მოგვითხრობს კუბის რევოლუციის გადამწყვეტ მომენტებს, აღწერს ჩე გევარასა და მის, როგორც რევოლუციური სარდლის როლს. ჩე გევარას სიკვდილის შემდეგ, სიმღერა საკულტო გახდა და ბევრმა მემარცხენე მიმართულების მომღერალმა მისი საკუთარი ვერსია შეასრულა. სათაური წარმოადგენს გევარას ცნობილი ფრაზის ნაწილს — "¡Hasta la victoria siempre!" („სამარადისო გამარჯვებამდე“).
სექციების სია |
ტექსტი [რედაქტირება]
|
|
ვერსიები [რედაქტირება]
„ჩე გევარა კუბის რევოლუციის უწმინდესი ნაწილია. იგი რევოლუციური იდეისა და ინოვაციების სიმბოლოა. ჩვენ ყველას ცვლილება და იმედი გვჭირდება, ის კი იმედის სიმბოლოა. მას ირლანდიური ფესვები ჰქონდა, იმოგზაურა მექსიკაში და ისწავლა მარტოობა, მან ეს მარტოობა გამოიწვია. ის რევოლუციის ყველაზე მამაცი ნაწილია.“
არსებობს ამ სიმღერის 200-ზე მეტი ვერსია.[2] სხვადასხვა დროს ის შეასრულა მრავალმა შემსურლებელმა თუ ჯგუფმა: Los Calchakis, Compay Segundo, სოლედად ბრავო[3][4], ოსკარ ჩავესი[5], ნატალი კარდონე[6], რობერტ უაიეტი, ინეს რივერო, სილვიო როდრიგესი, ანხელ პარა, კარლოს პინია, ვალტერ სესარი, უაინა ტაკი, ვერონიკა რაპელია[7], როლანდო ალარკონი, Los Olimareños, ხულიო სესარ ბარბოსა, Los Machucambos, Ciganos D'Ouro, მარია ფარანდური, ხან გარბარეკი, ვოლფ ბირმანი, Boikot, Buena Vista Social Club, ჯორჯ დალარასი, ჯოვანი მირავასი, ელ დი მეოლა, აჰმედ კოჩი, მოჰსენ ნამჯუ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ჩილელ მუსიკოს ვიქტორ ხარას არასდროს შეუსრულებია, კარლოს პუებლას მაგივრად ბევრი შეცდომით ავტორობას მას მიაწერს.[8]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Poems & speeches about Che Guevara
- Hasta Siempre Comandante - English & Spanish lyrics
- Hasta Siempre performed live by Nathalie Cardone
- Hasta Siempre performed live by Silvio Rodríguez
- All versions of Some musics - 200 versions of Hasta Siempre, Comandante
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Nathalie Cardone "Serving Beauty" in Newest Album by Cenk Erdem, Today's Zaman, August 11 2009
- ↑ All versions of Some musics. წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.
- ↑ Soledad Bravo / Soledad - Version 1969. წაკითხვის თარიღი: 2007-05-25.
- ↑ Soledad Bravo / Hasta Siempre. წაკითხვის თარიღი: 2009-11-01.
- ↑ OSCAR CHAVEZ 20 Exitos. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-05-25.
- ↑ Nathalie Cardone / Hasta Siempre (1997). დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-05-25.
- ↑ All versions of Some musics. წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.
- ↑ All versions of Some musics. წაკითხვის თარიღი: 2010-06-21.