20 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
20 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 140-ე დღე (ნაკიან წლებში - 141-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 225 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 325 : ნიკეის პირველი საეკლესიო კრება - ქრისტიანული ეკლესიის პირველი საბჭო შეიკრიბა.
- 526 : მიწისძვრამ სირიასა და ანტიოქიაში 300.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1498 : პორტუგალიელმა მკვლევარმა ვასკო და გამამ კალკუტას, ინდოეთი, მიაღწია.
- 1570 : კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა პირველ თანამედროვე ატლასი გამოსცა.
- 1631 : გერმანიის ქალაქი მაგდებურგი აიღეს საღვთო რომის იმპერიის ჯარებმა და მთელი ადგილობრივი მოსახლეობა ჩახოცეს, რაც ოცდაათწლიანი ომის ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო.
- 1835 : საბერძნეთის პირველი თანამედროვე მეფე ოტო გახდა.
- 1854 : ბრძოლა ნიგოითთან, ქართველთა ჯარი ამარცხებს ოსმალებს.
- 1873 : ლევი სტრაუსმა და ჯეიკობ დევისმა ლურჯი ჯინსის წარმოების პატენტი მიიღეს.
- 1882 : გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ სამმხრივი ალიანსი შექმნეს.
- 1891 : თომას ედისონის კინეტოსკოპის პროტოტიპის პირველი სახალხო დემონსტრაცია გაიმართა ქალთა ნაციონალური ფედერაციის კლუბის ყრილობაზე.
- 1986 : გარნიეს ოპერაში მაყურებლებს ექვს ტონიანი ჭაღი დაემხო თავს - ერთი გარდაიცვალა და მრავალი დაშავდა.
- 1902 : კუბამ აშშ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ტომას ესტრადა პალმა გახდა.
- 1920 : გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა საბოლოოდ დაიშალა.
- 1921 : დაიწყო ბაქო-თბილისის ნავთობსადენის ექსპლუატაცია.
- 1927 : საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა (ჯიდას ტრაქტატი).
- 1940 : აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში პირველი ტყვეები ჩაიყვანეს.
- 1941 : მმო - კრეტას ბრძოლა - გერმანელი მოდესანტეები კრეტაზე შეიჭრნენ.
- 1954 : ჩან კაი-ში ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა) პრეზიდენტი გახდა.
- 1963 : სუკარნო ინდონეზიის “სამარადჟამო პრეზიდენტად” და “რევოლუციის დიდ ბელადად” გამოცხადდა.
- 1983 : შიდსის წარმომქმნელი ვირუსის აღმოჩენა პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ საიენსში ლუკ მონტანიესა და რობერტ გალოს მიერ.
- 1989 : ჩინეთის ხელმძღვანელობა საკომენდანტო საათს აცხადებს ტიანანმენის მოედანზე პროდემოკრატიული დემონსტრაციების ჩასახშობად.
- 1990 : პირველი პოსტკომუნისტური საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რუმინეთში.
- 2002 : აღმოსავლეთი ტიმორი XXI საუკუნის პირველი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
- 2007 : ბუქარესტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში ნესტორ ხერგიანმა 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
- 2009 : მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მეორე ვადით, პირველი შემთხვევა ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ.
- 2010 : მეცნიერებმა ჯ. კრეიგ ვენტერის ინსტიტუტიდან წარმატებით განახორციელეს სინთეზირებული გენომის არსებულ უჯრედში ტრანსპლანტაცია.
- 2012 : ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1799 : ბალზაკი, ონორე დე - ფრანგი მწერალი.
- 1901 : ეივე, მაქს - მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში (1935-1937).
- 1914 : ადამია, ალიო - ქართველი მწერალი.
- 1915 : დაიანი, მოშე - ისრაელის სამხედრო მოღვაწე.
- 1925 : ტუპოლევი, ალექსეი - რუსი ავიაკონსტრუქტორი.
- 1944 : კოკერი, ჯო - ბრიტანელი მომღერალი.
- 1944 : შერი - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.
- 1956 : აკუნინი, ბორის - მწერალი და მთარგმნელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1506 : კოლუმბი, ქრისტეფორე - იტალიელი მკვლევარი.
- 1923 : აფხაზი, კონსტანტინე - ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
- 2012 : გიბი, რობინ - ჯგუფ ბი ჯიზის წევრი.
- 2013 : მანზარეკი, რეი - ჯგუფ The Doors-ის კლავიშისტი.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.
- იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული
- აკაკი ასისთავი
- აგრეთვე:
- კამერუნი - უნიტარული სახელმწიფოს გამოცხადების დღე (1972).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |