7 ნოემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ნოემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | ||
| 2012 | ||||||
7 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 311-ე დღე (ნაკიან წლებში – 312-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 54 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1665 : ლონდონ გაზეთი - დღემდე არსებული უძველესი ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემა - პირველად დაიბეჭდა.
- 1786 : აშშ-ის უძველესი სამუსიკო ორგანიზაცია დაარსდა, როგორც სტაფტონის მუსიკალური საზოგადოება.
- 1800 : რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა კახეთში, სოფელ კაკაბეთის მახლობლად ავართა ლაშქარი დაამარცხა (ნიახურის ბრძოლა).
- 1848 : ზაქარი ტეილორი იქნა არჩეული პრეზიდენტად აშშ-ის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ყველა შტატში ჩატარდა ერთსა და იმავე დღეს.
- 1912 : დოიჩე ოპერნჰაუზი (ამჟამად დოიჩე ოპერ ბერლინი) ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში ბეთჰოვენის ფიდელიოს წარმოდგენით გაიხსნა.
- 1917 : პეტროგრადში, რუსეთი, ბოლშევიკები ლენინისა და ტროცკის მეთაურობით დროებითი მთავრობის სამხედრო გადატრიალებას აწყობენ, რითაც ოქტომბრის რევოლუცია იწყება (ძველი კალენდრით 25 ოქტომბერი).
- 1917 : პირველი მსოფლიო ომი - ბრიტანელებმა ოსმალეთის იმპერიას ღაზა წაართვეს.
- 1929 : ქალაქ ნიუ-იორკში თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
- 1941 : ნემიროვის ებრაელთა ტრაგედია - გერმანელი ნაცისტები 2580 ებრაელს ხვრეტენ ნემიროვთან, უკრაინა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს დაუყოვნებლივ გამოიყვანონ მათი ჯარები ეგვიპტიდან.
- 1983 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ბომბი აფეთქდა.
- 1989 : დევიდ დინკინსი ნიუ-იორკის პირველი შავკანიანი მერი გახდა.
- 2002 : ირანში აიკრძალა ამერიკული პროდუქციის რეკლამირება.
- 2007 : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- 2008 : თბილისში 2007 წლის ნოემბრის სახალხო აქციის წლისთავზე პარლამენტის შენობის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
- 2011 : მის მსოფლიო 2011-ის გამარჯვებული ვენესუელის 21 წლის წარმომადგენელი ივიან სარკოსი გახდა.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1720 : ერეკლე II - ქართლ–კახეთის მეფე
- 1826 : ბაქრაძე, დიმიტრი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი
- 1879 : ტროცკი, ლევ - ბოლშევიკი რევოლუციონერი
- 1938 : ბალანჩივაძე, რევაზ - ქართველი ფილოსოფოსი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 2011 : ფრეიზიერი, ჯო - ამერიკელი მოკრივე
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |