ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისტორია - ნიკოლაოს გიზისი (1892)

ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) — ისტორიას შეიძლება ქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:

1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.;

2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, არქეოგრაფია, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტორიული მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.[1]

ისტორია - ფრედერიკ დილმანი (1896)

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტერმინი ისტორია (ιστορία, historia ) ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მონათხრობს წარსულის შესახებ.

ისტორიულ მეცნიერებათა სისტემა[რედაქტირება]

  • ისტორიის დარგები
არქეოლოგია - არქივთმცოდნეობა - ბონისტიკა - გენეალოგია - დიპლომატიკა - ეთნოგრაფია - ეთნოლოგია - ეპიგრაფიკა - ეპისტოლოგრაფია - ვექსილოლოგია - ისტორიული ანთროპოლოგია - ისტორიული ბიბლიოგრაფია - ისტორიული დემოგრაფია - ისტორიული იკონოგრაფია - ისტორიული კარტოგრაფია - ნუმიზმატიკა - პალეოგრაფია - სფრაგისტიკა - ფილიგრანოლოგია - ქრონოლოგია - წყაროთმცოდნეობა - ჰერალდიკა
  • მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ისტორიული გეოგრაფია - ისტორიული გეოლოგია

ისტორიული მეცნიერების ისტორია[რედაქტირება]

თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია.

პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა ”ისტორია”, რაც ძველბერძნულად ”აღმოჩენას, გამოკვლევას” ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს ”ისტორიის მამა” უწოდა.

ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინები[რედაქტირება]

  • ისტორიული დროის აღრიცხვა
ახალი წელთაღრიცხვაეპოქაერაკალენდარიპერიოდისაუკუნეძველი წელთაღრიცხვაწელთაღრიცხვაქორონიკონიხანა
  • ისტორიული წყაროები
ანალებიმატიანექრონიკახელნაწერი
  • საზოგადოებრივი ფორმაციები
თემური წყობილებამონათმფლობელობაფეოდალიზმიკაპიტალიზმისოციალიზმიკომუნიზმი
  • სახელმწიფო და საზოგადოება
არმია - აჯანყება - ბრძოლა - დინასტია - ეთნოსი - ზავი - იმპერია - ლაშქარი - ნასახლარი - ნაქალაქარი - ნეკროპოლი - ოკუპაცია - ომი - სამეფო - სამთავრო - სასახლე - სახელმწიფო - ტომთა კავშირი - ტომი - ცივილიზაცია - ხალხი - ხარკი
  • ტიტულები და თანამდებობები
ამირა - აზნაური - ბარონი - გრაფი - ვეზირი - თავადი - იმამი - იმპერატორი - ლორდი - მეფე - პრინცი - რაჯა - სულთანი - ფაშა - შაჰი - ხალიფა - ჰერცოგი - ცარი

გამოჩენილი ისტორიკოსები[რედაქტირება]

ალ-ბირუნიბაქრაძე, დიმიტრი - გაბაშვილი, ვალერიან - თაყაიშვილი, ექვთიმე - თუკიდიდეინგოროყვა, პავლე - კაკაბაძე, სარგის - ლეონტი მროველიტიტუს ლივიუსიმაკიაველი, ნიკოლომესხია, შოთა - მონტესკიე, შარლ ლუიპლუტარქეპროკოპი კესარიელიჟორდანია, თედო - ტაციტუსიტოინბი, არნოლდყაუხჩიშვილი, სიმონ - წერეთელი, ალექსანდრე - წერეთელი, მიხეილ - ჯავახიშვილი, ივანეჯანაშია, სიმონჰეკატეოს მილეტელიჰეროდოტე

ისტორიული დაწესებულებები[რედაქტირება]

ისტორიების კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ისტორიული ხასიათის ინფორმაციას, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, ყოფენ მრავალი ასპექტის მიხედვით, როგორებიცაა: რეგიონები და ქვეყნები, კულტურები და ხალხები, მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგები, ქრონოლოგია და თემატიკა და სხვა. შესაბამისად, არსებობს მრავალი სხვადასხვა კლასიფიკაცია, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც აქ არის წარმოდგენილი.

  • საერთო კლასიფიკაცია
უნივერსალური ისტორია - საზოგადოების ისტორია - ეკონომიკის ისტორია - მეცნიერების ისტორია - ტექნოლოგიის ისტორია - კულტურის ისტორია - ხელოვნების ისტორია - რელიგიის ისტორიასამხედრო ისტორია

....

  • ქრონოლოგიური კლასიფიკაცია

....

  • რეგიონული კლასიფიკაცია
ავსტრალიის ისტორია - აზიის ისტორია - ამერიკის ისტორია - აფრიკის ისტორია - ევროპის ისტორია - სამხრეთ ამერიკის ისტორია - ჩრდილოეთ ამერიკის ისტორია

....

  • სუბრეგიონული კლასიფიკაცია
არაბული სამყაროს ისტორია - ბალკანეთის ისტორია - კავკასიის ისტორია

....

  • ნაციონალური კლასიფიკაცია
აშშ-ის ისტორია - ბიზანტიის ისტორია - ირანის ისტორია - ოსმალეთის იმპერიის ისტორია - რომის იმპერიის ისტორია - საფრანგეთის ისტორია - საქართველოს ისტორია - სსრ კავშირის ისტორია - ძველი ეგვიპტის ისტორია - ინგლისის ისტორია

....

  • ეთნოკულტურული კლასიფიკაცია
ამერიკანისტიკა - არმენოლოგია - ასირიოლოგია - გერმანისტიკა - ებრაისტიკა - ელინისტიკა - თურქოლოგია - ინდოლოგია - ირანისტიკა - რუსისტიკა - სინოლოგია - სკანდინავისტიკა - სლავისტიკა - ქართველოლოგია - ხეთოლოგია

....

  • დარგობრივი კლასიფიკაცია
არქიტექტურის ისტორია - ასტრონომიის ისტორია - ბიოლოგიის ისტორია - გეოგრაფიის ისტორია - მუსიკის ისტორია - მხატვრობის ისტორია - პედაგოგიკის ისტორია - სპორტის ისტორია - ფილოსოფიის ისტორია - ქიმიის ისტორია

....

  • თემატური კლასიფიკაცია
ქართული ემიგრაციის ისტორია - ამერიკის კოლონიზაციის ისტორია - გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორია - კალენდრის ისტორია - მე-2 მსოფლიო ომის ისტორია - რენესანსის ისტორია - საფრანგეთის რევოლუციების ისტორია

....

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]