ალბერტო კორდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერტო კორდა უღებს სურათს ჩე გევარას

ალბერტო დიას გუტიერესი, უფრო ცნობილი, როგორც ალბერტო კორდა ან უბრალოდ კორდა (დ. 14 სექტემბერი 1928, ჰავანა; გ. 25 მაისი 2001, პარიზი) — კუბელი ფოტოგრაფი. მან ყველას თავი დაამახსოვრა თავის განთქმული ფოტოთი Guerrillero Heroico, რომელიც მან არგენტინელ მარქსისტ რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას გადაუღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კორდას მიერ ჩე გევარასთვის გადაღებული ფოტო Guerrillero Heroico

1946-1950 წლებში სწავლობდა ჰავანის კანდლერის კოლეჯში (Candler College), შემდეგ კი სწავლა განაგრძო ჰავანის ბიზნეს-აკადემიაში. 1956 წელს მან დაარასა საკუთარი სტუდია ჰავანაში, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. 1959-1962 წლებში იგი იყო კუბის ყოველდღიური გაზეთის - „Revolución“-ის რეპორტიორი.[1]

ფსევდონიმი კორდა აღებული იქნა უნგრელი რეჟისორის - ალექსანდერ კორდას პატივსაცემად.[2]

როგორც „Revolución“-ის ფოტოგრაფმა, კორდამ 1960 წლის 5 მარტს გადაიღო ჩე გევარას საკულტო ფოტო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გახდა რევოლუციისა და წინააღმდეგობის სიმბოლო. ის არასოდეს ითხოვდა საავტორო უფლებებს სურათზე, რადგან ფიდელ კასტრო არ ცნობდა ბერნის კონვენციას. მიუხედავად ამისა, 2000 წელს მან მოიგო საქმე არყის მწარმოებელი კომპანია Smirnoff-ის წინააღმდეგ, რომელიც სურათს სარეკლამოდ იყენებდა. ფოტოს არალეგალურად გამოყენების თაობაზე კომენტარის გაკეთებისას, კორდამ განაცხადა: „მე, როგორც იმ იდეალების მხარდამჭერი, რისთვისაც ჩე გევარა მოკვდა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათ მიმართ, ვისაც ფოტოს გავრცელება ჩეს ხსოვნისა და სოციალური სამართლიანობის მიზნით სურს, მეთელს მსოფლიოში, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩეს სურათის გამოყენებას პროდუქტების რეკლამირებისთვის, მაგალითად ალკოჰოლზე ან სხვა მავნე საქონელზე, რაც ჩეს რეპუტაციას ლახავს“. მიღებული 50 000 $ მან კუბის ჯანდაცვის სისტემას შესწირა და განაცხადა: „თუ ჩე ცოცხალი იქნებოდა, ის ისევე მოიქცეოდა, როგორც მე“.

რევოლუციის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, 1968—1978 წლებში კორდა ფიდელ კასტროს პირად ფოტოგრაფად მუშაობდა. 1978 წლის იაპონიის გამოფენისთვის, ის კონცენტრირებული იყო წყალქვეშა ფოტოგრაფიაზე. მისმაგ ნამუშევრებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. 2005 წელს, სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ ალბერტო კორდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის − „კორდავიზიონის“ გმირად იქცა.

კორდა 2001 წელს პარიზში, თავისი შოუს დროს გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულუა ჰავანაში, კოლონის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]