სიერა-დელ-ესკამბრაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიერა-დელ-ესკამბრაი

სიერა-დელ-ესკამბრაი (ესპ. Sierra del Escambray) — ქედი (მთის მასივი) ცენტრალურ კუბაში. ვრცელდება სანქტი-სპირიტუსის, სინფუეგოსისა და ვილია-კლარას პროვინციებში. გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 80 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1156 მ (პიკი სან-ხუანი). მდინარე აგაბამას ხეობით მასივი ორ ნაწილად იყოფა. დამახასიათებელია ციცაბო ფერდობები, ხეობები, ღრმა ხევები, მღვიმეების სისტემა, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, თვალშისაცემი ლანდშაფტები. სამხრეთისაკენ ეშვება კარიბის ზღვისკენ. ხშირია ფიჭვის ტყეები.

ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილია ტოპეს-დე-კოლანტესის პარკი, რომელიც იცავს ბუნების უნიკალურ ძეგლებს: მღვიმეებს, ჩანჩქერებსა და კანიონებს. აქვე მდებარეობს ინდიელების ხეობა, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მდიდარია მინერალური რესურსებით. ხეობების გასწვრივ ზრდიან ყავას.

კალთების ძირში მდებარეობს ქალაქი ტრინიდადი.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]