სოციოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოციოლოგია (ლათ. socius და ძვ. ბერძნ. λόγος) — მეცნიერება საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების შესახებ.

ტერმინი პირველად გამოიყენა სოციოლოგიის მამად აღიარებულმა ოგიუსტ კონტმა. სოციოლოგია იკვლევს ადამიანური ცხოვრების ორგანიზების გზებს. სოციოლოგები სხვადასხვა გარემოში სოციალური ცხოვრების შესწავლის მიზნით სამეცნიერო კვლევით მეთოდებსა და თეორიებს იყენებენ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ როგორც ინტიმური ურთიერთობები, ასევე ვრცელი გლობალური ქსელები და ყველაფერი, რაც მათ შორის არსებობს. სოციოლოგები დაინტერესებულები არიან იმ გზებით, რითიც ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს. სხვა სოციალური მეცნიერებანი ძირითადად შეისწავლიან სოციალური ცხოვრების მხოლოდ ერთ სფეროს: ეკონომიკა შეისწავლის ბაზრების დინამიკასა და პროდუქტების ცირკულაციას; პოლიტიკური მეცნიერება უღრმავდება სამთავრობო და ძალაუფლების ურთიერთობებს; ანთროპოლოგია ეკოლოგიასა და კულტურულ თავისებურებებს იკვლევს; ფსიქოლოგია სწავლობს ბიოლოგიას, ადამიანურ განვითარებასა და ინდივიდუალურ მენტალურ თავისებურებებს შორის ურთიერთკავშირს. სოციოლოგია კი მოიცავს ყველა ამ ასპექტს. სოციოლოგები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთქმედებით. ის შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელმაც საფუძველი მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაიყარა.

სოციოლოგიას აინტერესებს ჩვენი ქმედება როგორც სოციალური არსებებისა; ამგვარად სოციოლოგიური ინტერესის სფერო მოიცავს, როგორც ანონიმურ ინდივიდუმთა მოკლე კონტაქტს ქუჩაში, ასევე გლობალურ სოციალურ პროცესთა შესწავლას. ვრცელი გაგებით, სოციოლოგია არის სოციალურ ჯგუფთა მეცნიერული სწავლება, რომელთა შორისაც ადამიანებს უწევთ მოძრაობა ცხოვრების მანძილზე.

სოციოლოგიური კვლევის შედეგები ეხმარება პედაგოგებს, კანონშემქმნელებს, ადმინისტრატორებს და ყველა დანარჩენს, ვინც დაინტერესებულია სოციალური პრობლემების გადაჭრით და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმულირებით. სოციოლოგთა უმრავლესობა მუშაობს ერთი ან რამდენიმე სპეციალობით, როგორიცაა სოციალური ორგანიზაცია, სოციალური სტრატიფიკაცია, და სოციალური მობილურობა; რასობრივი და ეთნიკური ურთიერთობანი; განათლება; ოჯახი, სოციალური ფსიქოლოგია; ურბანული, სასოფლო, პოლიტიკური და შედარებითი სოციოლოგია; სქესთა როლი და ურთიერთობანილ დემოგრაფია; გერონტოლოგია; კრიმინოლოგია; და სოციოლოგიური პრაქტიკა.

სოციოლოგიის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]