8 იანვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | იანვარი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
8 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-8 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 357 დღე (ნაკიან წელში - 358).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1297 : მონაკო დამოუკიდებელი ხდება.
- 1499 : საფრანგეთის მეფე ლუი XII ანა ბრეტანელს ითხოვს ცოლად.
- 1790 : ჯორჯ ვაშინგტონი პირველი სახალხო სიტყვით გამოდის ნიუ-იორკში.
- 1835 : აშშ-ის საგარეო ვალი 0-ს გაუტოლდა პირველად და ერთადერთხელ ისტორიაში.
- 1912 : დაფუძნდა აფრიკის ეროვნული კონგრესი.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი — მოკავშირეთა ძალები გალიპოლიდან იხევენ.
- 1940 : მმო — ბრიტანეთში სურსათის რაციონი შემოიღეს.
- 1959 : შარლ დე გოლი მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
- 1959 : ფიდელ კასტროს კუბის რევოლუცია დასრულდა სანტიაგო-დე-კუბის აღებით.
- 1961 : ფრანგები რეფერენდუმში ალჟირის თვითგამორკვევას უჭერენ მხარს.
- 1964 : აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ქვეყანაში „სიღარიბეს ომს უცხადებს“.
- 1973 : საბჭოთა კოსმოსური მისია „ლუნა-21“ დაიწყო.
- 2006 : 6,9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის კუნძულ კითირასათან.
- 2011 : აშშ-ში არიზონის შტატის ქალაქ ტუსონში საჯარო შეხვედრისას ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრს, გაბრიელ გიფორდს ესროლეს.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1081 : ჰაინრიხ V - გერმანიის მეფე
- 1764 : ანტონ II - აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
- 1888 : კურანტი, რიხარდ - ამერიკელი მათემატიკოსი.
- 1897 : ლეონიძე, გიორგი - ქართველი პოეტი და მწერალი.
- 1879 : მუხაძე, გრიგოლ - ქართველი ქირურგი
- 1935 : პრესლი, ელვის - ამერიკელი მომღერალი.
- 1942 : კოიძუმი ძიუნიტირო- იაპონიის პრემიერ-მინისტრი
- 1946 : კრიგერი, რობი - ამერიკელი მუსიკოსი
- 1947 : ბიუვი, დევიდ - ინგლისელი მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1198 : ცელესტინ III - რომის პაპი
- 1324 : პოლო, მარკო - იტალიელი მოგზაური
- 1642 : გალილეი, გალილეო - იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი
- 1713 : კორელი, არქანჯელო - იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.
- 1878 : ნეკრასოვი, ნიკოლოზ - რუსი მწერალი
- 1916 : ჟუვი, პიერ ჟან - ფრანგი მწერალი
- 1996 : მიტერანი, ფრანსუა - საფრანგეთის პრეზიდენტი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
- ექვთიმე სარდელი
- კონსტანტინე სინადელი
- ღირსი ევარესტი
- აბო თბილელი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |