ალეიდა გევარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალეიდა გევარა
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი,1960
კუბა
საქმიანობა ფიზიკოსი
მშობლები მამა: ერნესტო ჩე გევარა
დედა: ალეიდა მარჩი

ალეიდა გევარა მარჩი (დ. 24 ნოემბერი, 1960) — ერნესტო ჩე გევარას და მისი მეორე მეუღლის, ალეიდა მარჩის, ოთხი შვილიდან, უფროსი ქალიშვილი.

იგი არის მედიცინის დოქტორი, ჰავანის უილიამ სოლერის ბავშვთა საავადმყოფოში. იგი ასევე მუშაობდა ექიმად ანგოლაში, ეკვადორსა და ნიკარაგუაში.

გევარა არის ადამიანის უფლებების დამცველი და განვითარებადი ქვეყნებისათვის ვალების შემსუბუქების მომხრე. [1] იგი არის ავტორი წიგნისა ჩავესი, ვენესუელა და ახალი ლათინური ამერიკა . [2]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ალეიდა მხოლოდ ოთხ-ნახევარი წლის იყო, როდესაც მამამ კუბა დატოვა კონგოს რევოლუციისთვის, და თითქმის 7 წლის იყო, როდესაც იგი ბოლივიაში სიკვდილით დასაჯეს, მას მაინც აქვს მოგონებები მამაზე. ერთ-ერთი ასეთი ამბავი, რომელიც მან საჯაროდ გაამხილა, არის ის, რომ მამამისი (ჩე) ქმნიდა ისტორიებს ცხოველებზე მისი შორს მყოფი შვილებისთვის:

მამაჩემს არ ჰქონდა შესაძლებლობა დამტკბარიყო ჩვენი ბავშვობით. მაგრამ, როდესაც იგი წასული იყო, უმეტესი დროის მანძილზე, გვიგზავნიდა ისტორიებს და ნახატებს საფოსტო ბარათებზე. ჩემს ძმას, კამილოს, სამედიცინო სკოლაში უსაყვედურეს ბილწსიტყვაობის გამო, რაც დედაჩემმა ჩეს დააბრალა, რადგან, მას, ყველა არგენტინელის მსგავსად, ჰქონდა ბილწსიტყვაობის მავნე ჩვევა. იგი ამ დროს აფრიკაში იმყოფებოდა და მოწერა წერილი კამილოს, შეეწყვიტა ბილწსიტყვაობა, თორემ კაიმანი პეპე [ჩეს გამოგონილი] ჩეს ფეხზე უკბენდა. ამგვარად, მამის დასაცავად, მან შეწყვიტა ბილწსიტყვაობა. [3]

მამის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევარას ოჯახი 1963 წ
მამაჩემის ნაწერები ჰგავს ხოსე მარტისას, ღირებულებები, რომელთაც ისინი აერთიანებენ, მარადიულია.

გევარა, მამას, ჩეს პირადი შთაგონების წყაროდ მოიხსენიებს. მთელ მსოფლიოში, სიტყვით გამოსვლისას, იგი ხშირად ახსენებს მის ნაწერებს, აღნიშნავს, რომ მისი დღიურები განსაკუთრებით სასარგებლოა მათი "პოლიტიკური გამჭრიახობისა და ემოციური სიმწიფისთვის". მამის პერსონის, როგორც ამბოხის სიმბოლოდ გამოყენების შესახებ, იგი აღნიშნავს, რომ როდესაც ხედავს ბავშვს, რომელიც მარშის დროს ატარებს ჩეს გამოსახულებიან მაისურს და ამბობს: "მე მსურს ვიყო ჩე და ვიბრძოლო საბოლოო გამარჯვებამდე", ეს ახარებს.

მამის მემკვიდრეობის განხილვისას ალეიდამ აღნიშნა, რომ:

მამაჩემმა იცოდა სიყვარული და ეს იყო ყველაზე ღირსშესანიშნავი რამ - მისი სიყვარულის უნარი. იმისათვის რომ იყო ნამდვილი რევოლუციონერი, უნდა იყო რომანტიკოსი. მისი უნარი, მიეძღვნა საკუთარი თავი სხვებისთვის, მისი რწმენის ცენტრალურ ადგილს იკავებდა - თუ შევძლებთ მივბაძოთ მის მაგალითს, დედამიწა ბევრად მშვენიერ ადგილად იქცევა. [3]


მიმდინარე სამუშაო და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეიდა გევარა

2009 წლის მდგომარეობით, გევარა ხელს უწყობს კუბაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ორი სახლის მართვას და ოჯახური პრობლემების მქონე ლტოლვილ ბავშვებს. როგორც პედიატრი, სპეციალობით ბავშვთა ალერგოლოგი, იგი ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ კუბაში, რიო კაუტოს მიმდებარედ, დატბორილ ტერიტორიაზე მოქცეული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მისიაში. ამავდროულად, მან გამოაცხადა ხუვენტუდზე მუშაობის გეგმა, რომელიც განადგურდა 2008 წელს, რამდენიმე ქარიშხლის მიერ.

იგი, როგორც საჯარო ფიგურა და აქტივისტი, ხშირად მონაწილეობს კონფერენციებში, დებატებსა და ფესტივალებში.

მას ჰყავს ორი ქალიშვილი, ესტეფანია და სელია.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Time to Act, Not Just Talk by Aleida Guevara, The Guardian, 13 October 2004
  2. Riding My Father's Motorcycle by Aleida Guevara, The New York Times, 9 October 2004
  3. 3.0 3.1 Che Guevara's Daughter Recalls her Revolutionary Father by Libby Brooks, The Guardian, 22 July 2009
  4. Daughter of the Revolution დაარქივებული 2009-07-11 საიტზე Wayback Machine. by People's Weekly World Newspaper 7 July 2009