2 ივნისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 2013 | ||||||
2 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 153-ე დღე (ნაკიან წლებში – 154-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 212 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 455 : ვანდალებმა რომში შეაღწიეს და ორი კვირა ძარცვავდნენ.
- 1098 : ჯვაროსნებმა ანტიოქიის ქალაქის გალავანი გაარღვიეს.
- 1780 : პირველი დერბი ჩატარდა აშშ-ში.
- 1793 : ჟან-პოლ მარა საფრანგეთის ნაციონალურ კონვენციას უსახელებს 29 ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით გილიოტინით დასაჯეს. მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ 17.000 ადამიანს მოჭრეს თავი ტერორის მმართველობის პერიოდში.
- 1896 : გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი მისი უახლესი გამოგონება - რადიოსთვის.
- 1946 : რეფერენდუმში იტალიელებმა მონარქიას რესპუბლიკა ამჯობინეს. მეფე უმბერტო II დი სავოია ქვეყნიდან გადაიხვეწა.
- 1953 : ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ინაუგურაცია.
- 1955 : საფუძველი ჩაეყარა კოსმოდრომ ბაიკონურს.
- 1975 : ფრანგმა მეძავებმა ლიონის ეკლესია დაიკავეს გადამეტებული ჯარიმებისა და გადასახადების პროტესტის ნიშნად, და ასევე პოლიციის მიერ ძალადობის მიმართ უყურადღებობის გამო, რამაც დასაბამი მისცა სექსის მუშათა უფლებების დაცვის მოძრაობას.
- 1979 : პაპი იოანე პავლე II მშობლიურ პოლონეთში ჩადის, გახდა რა ამით პირველი პაპი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას ეწვია.
- 1992 : დანიამ უარყო მაასტრიხტის ხელშეკრულება ხმათა მცირე უმრავლესობით ეროვნულ რეფერენდუმში.
- 1999 : ბჰუტანის სამაუწყებლო კომპანიამ პირველად შემოიღო სამეფოში სატელევიზიო გადაცემა.
- 2003 : ევროპამ პირველი გაშვება მოახდინა პლანეტა მარსზე. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მარს-ექსპრესი ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა.
- 2008 : იამაიკელი უსაინ ბოლტი 9,72 წამით ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე სპრინტში რიბოკის გრან პრიზე ნიუ-იორკში.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1535 : ლეო XI - რომის პაპი (გ.1605)
- 1740 : სადი, მარკიზ დე - ფრანგი მწერალი (გ.1814)
- 1835 : პიუს X - რომის პაპი (გ.1914)
- 1840 : ჰარდი, ტომას - ინგლისელი პოეტი, მწერალი (გ.1928)
- 1857 : ელგარი, ედუარდ - ინგლისელი კომპოზიტორი (გ.1934)
- 1888 : ჯაბადარი, გიორგი - ქართველი რეჟისორი და პედაგოგი (გ.1938)
- 1914 : ჰაჯიბეილი, ვალერია - ქართველი არქიტექტორი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1298 : ადოლფი (ნასაუ) - საღვთო რომის იმპერატორი
- 1882 : გარიბალდი, ჯუზეპე – იტალიის სახალხო გმირი (დ.1807)
- 1987 : სეგოვია, ანდრეს – ესპანელი გიტარისტი (დ.1893)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ზაბულონი და სოსანა – წმინდა ნინოს მშობლები
- თალალე, ალექსანდრე და ასტერი
- მოწამე ასკალონი
- აღმოყვანება წმინდათა ნაწილთა წმინდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისა
- ღირსი თალასე
- აგრეთვე:
- იტალია : რესპუბლიკის დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის