რობერტ ლუის სტივენსონი
| რობერტ ლუის სტივენსონი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1850 |
| დაბადების ადგილი | ედინბურგი, შოტლანდია |
| გარდაცვალების თარიღი | 3 დეკემბერი, 1894 |
| გარდაცვალების ადგილი | ვაილიმა, სამოა |
| საქმიანობა | მწერალი |
| ეროვნება | შოტლანდიელი |
| პერიოდი | მე-19 საუკუნე |
| ჟანრი | ნოველისტი, პოეტი, სათავგადასავლო |
| Magnum opus | განძთა კუნძული |
რობერტ ლუის ბალფორ სტივენსონი (ინგლ. Robert Louis Balfour Stevenson; დ. 13 ნოემბერი, 1850, ედინბურგი — გ. 3 დეკემბერი, 1894) – შოტლანდიელი მწერალი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდეგრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად მოიყვანა. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯანმრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სამოაში. მათ იყიდეს სახლი და ცხოვრობდნენ იქ 1894 წლამდე (სტივენსონის გარდაცვალებამდე)გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის სტატია: რობერტ ლუის სტივენსონი
- Works by or about Robert Louis Stevenson at Internet Archive and Google Books (scanned books original editions color illustrated)
- Robert Louis Stevenson - ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (plain text and HTML)
- Works by Robert Louis Stevenson, at the Online Books Page (plain text and HTML)
- Essays by Stevenson at Quotidiana.org
- There are over 200 published biographies of RLS
- Robert Louis Stevenson: a record, an estimate, and a memorial, by Alexander H. Japp
- Robert Louis Stevenson, a biography by Sir Walter Alexander Raleigh
- Robert Louis Stevenson: a memoir (1895), by Edmund Gosse who knew Stevenson personally
სტატიის