ჩინეთი
| ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
中华人民共和国
ჩინეთი |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| ჰიმნი:
《义勇军进行曲》 მოხალისეთა მარში |
||||||
| დედაქალაქი | პეკინი[1] / |
|||||
| უდიდესი ქალაქი | შანხაი[2][3] | |||||
| ოფიციალური ენა(ები) | ჩინური1 | |||||
| მთავრობა | სოციალისტური რესპუბლიკა[4][5] | |||||
| - | ჩსრ-ს თავჯდომარე | ჰუ ძინტაო | ||||
| - | სახ. საბჭოს პრემიერი | ვენ ძიაბაო | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 9 596 960 კმ2 (მე-3) | ||||
| - | წყალი (%) | 2.8 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2010 შეფასებით | 1,339,724,852[6] (პირველი) | ||||
| - | აღწერა | 1,242,612,226 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 139.6 ად კაცი/კმ2 (53-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2010 შეფასებით | |||||
| - | სულ | $11.316 ტრილიონი[7] (მე-2) | ||||
| - | ერთ მოსახლეზე | $7,518[7] (94-ე) | ||||
| აგი (2007) | 0.777 (საშუალო) (81-ე) | |||||
| ვალუტა | იუანი3 (CNY) |
|||||
| დროის სარტყელი | (UTC +8სთ.) | |||||
| - | ზაფხულის (DST) | (UTC +8სთ.) (UTC) | ||||
| ქვეყნის კოდი | CHN | |||||
| Internet TLD | .cn, .hk, .mo | |||||
| სატელეფონო კოდი | 86 | |||||
|
1ასევე ინგლისური ჰონკონგში, პორტუგალიური მაკაოში. |
||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველობას ახორციელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია.[8] ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე [9] (ჰონგკონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.[10]
სექციების სია |
სახელწოდება [რედაქტირება]
- ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
- ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
- ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
- ქვეყნის კოდი: CN.
ისტორია [რედაქტირება]
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, მოიფიქრეს საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ასევე ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფეიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.
გეოგრაფია [რედაქტირება]
- ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
- ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4.000, დუნტინხუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ხულუნ-ნორი 2.400, ტაი-ხუ 2.240; კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები, ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.
დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის და ჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდება ტურფანის ქვაბული, რომელიც ზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობს ალაშანის, გობის და თაკლამაკანის უდაბნოები.
კლიმატი [რედაქტირება]
ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.
ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძული ტაივანი, 2000 მმ.
ჩინეთისთვის დამაახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად, ძვ. წ. 206 წლიდან 1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარე ხუანხემ 1 500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.
შიგა წყლები [რედაქტირება]
ხმელეთის ზედაპირული წყლების მარაგით ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა ბრაზილიის, რუსეთის, კანადის, აშშ-ის და ინდონეზიის შემდეგ. მდინარეთა საერთო სიგრძე 227 000 კმ-ს შეადგენს. მდინარეების უდიდესი ნაწილი მიედინება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისკენ და განეკუთვნებიან წყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის უდიდესი მდინარეა იანძი, რომელიც თავის სიგრძით მხოლოდ ნილოსს და ამაზონს ჩამორჩება. მისი სიგრძე 6 300 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1 807 199 კმ²-ს უტოლდება. ქვეყნის სიდიდით მეორე მდინარეა ხუანხე. აღსანიშნავია აგრეთვე ჩუძიანი, სუნგარი და ა. შ.
ჩინეთი მდიდარია ტბებით, რომელთა შორის 12 თავისი ფართობით 1 000 კმ²-ს აღემატება. ტბებიდან აღსანიშნავია: დუნტინხუ, პოიანხუ, ტაიხუ, კუკუნორი.
ფლორა და ფაუნა [რედაქტირება]
ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენტზე. რელიეფის, კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებული ტაიგის ფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.
ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:
- სტეპის მცენარეული ზონა
- მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
- ზომიერი ფოთოლმცვენი ტყეების ზონა
- უდაბნოს მცენარეულობა
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. უიშვიათეს ცხოველთაგან აღსანიშნავია პანდა, ოქროსფერი მაიმუნი, თეთრტუჩა ირემი, მდინარის დელფინი, იანძის ნიანგი, წითელი ციყვი და მონაცრისფრო ლეოპარდი.
სახელმწიფო [რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა: სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: თავმჯდომარე ჰუ ძინტაო (HU Jintao, 2003-დან).
- საკანონმდებლო ორგანო: სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება (2987 წევრი, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტი).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონკონგი და მაკაო).
- ტაივანი – გუანსი-ჯუანი – შიგა მონღოლეთი – ნინსია-ხუეი – სინძიანი – ტიბეტი – ჰონკონგი – მაკაო
დემოგრაფია [რედაქტირება]
ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.
- მოსახლეობა: 1.321.451 ათასი (2007), მათ შორის - ჩინელები - 92%. ეროვნული უმცირესობებია ტიბეტელები, უიღურები, ჩჟუანგები და მონღოლები.
- ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა.
- ქალაქები: პეკინი (6.619; აგლომ. 9.376); შანხაი (9.005; აგლომ. 12.040), ტიანძინი (4.333; აგლომ. 6.809), შენიანი (3.574; აგლომ. 6.473), უხანი (3.960; აგლომ. 4.496), გუანჯოუ (3.474; აგლომ. 5.280), ხარბინი (2.905; აგლომ. 4.493), სიანი (2.642; აგლომ. 2.988), ჩუნცინი (2.370; აგლომ. 7.039).
ეკონომიკა [რედაქტირება]
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
- ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
- ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
- ვალუტა: იუანი (CNY).
სასარგებლო წიაღისეული [რედაქტირება]
რელიეფის და გეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნება და თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრეზე. აქ მოიპოვება თითქმის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული (110 სახეობა). ვოლფრამის, კალის, სურმის, თუთიის, ტიტანის, მაგნეზიტის მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ბოქსიტების, ფოსფატების, ნიკელის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის მადნის და მოლიბდენის მარაგით მეორე ქვეყანაა, ნახშირის და რკინის მადნის მხრივ კი მესამე. ქვეყანა ფლობს ნავთობის, საწვავი ფიქლების, გოგირდის, სპილენძისა და სხვადასხვა სახის მარილების უდიდეს მარაგს. ნახშირის საბადოები გავრცელებულია თითქმის ყველგან, მაგრამ მსხვილი აუზებიდან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთი, განსაკუთრებით შანსის პროვინცია (მთელი მარაგის 1/3).
ჰიდრორესურსების მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა მისი მარაგის მხოლოდ 3-5%-ია გამოყენებული. საწვავი ფიქლების საერთო მარაგი შეფასებულია 7 მლრდ ტონად. საბადოები ძირითადად განლაგებულია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ლიაონინის პროვინცია) და სამხრეთ ჩინეთში.
ქვეყნის წიაღი მოიცავს 50 სხვადასხვა ლითონის სახეობას. რკინის მადნის გეოლოგიური მარაგი 50 მლრდ ტონას შეადგენს; მარაგის 60 % თავმოყრილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. მანგანუმის მარაგი მსოფლიო მანგანუმის საერთო მარაგის 10%-ია. მოლიბდენის პოტენციალით ჩინეთი ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს (უდიდესი მარაგი თავმოყრილია ლიაონინის პროვინციაში), კალის მარაგი მსოფლიო მარაგის 15%-ს შეადგენს და ძირითადად თავს იყრის გებიუს საბადოში (იუნანის პროვინცია). ჩინეთი ფლობს ვოლფრამის მსოფლიო მარაგის 50%-ს (დაიუის საბადო ძიანსის პროვინციაში უმსხვილესია მსოფლიოში).
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
- პეკინი - ცის ტაძარი (XV ს.), მინის და ცინის დინასტიების სამეფო სასახლეები, ზაფხულის სასახლე და საიმპერიო ბაღი;
- შანხაი - ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი, XVI ს-ის ბაღი, ტაძრები;
- ლჰასა - დალაი-ლამას სასახლე პოტალა (XVII ს.);
- სიანი - ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი;
- სხვა - ჩინეთის დიდი კედელი; ტაიშანის წმინდა მთა შანდუნის პროვინციაში, კონფუცის ტაძარი და სასაფლაო კუფუში; მოგაოს მღვიმეები, ლუშანის ეროვნული პარკი და უამრავი სხვა.
ცნობილი ჩინელები (XX ს.) [რედაქტირება]
- მეცნიერები - კონფუცი, ლაო ძი, სუნ ძუ
- პოლიტიკოსები - სუნ იატსენი, ჩან კაი-ში, მაო ძე-დუნი, დენ სიაო-პინი;
- მსახიობები - ჯეკი ჩანი, ბრიუს ლი, ჯეტ ლი, იუნ-ფატ ჩოუ, მიშელ იეო;
- სპორტსმენები - სიე ჟუნი (ჭადრაკი), იაო მინი (კალათბურთი).
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “Constitution of the People's Republic of China“, People's Daily Online. წაკითხვის თარიღი: 23 November 2009. „Article 138. The capital of the People's Republic of China is Beijing.“
- ↑ Chan, Kam Wing (2007). Misconceptions and Complexities in the Study of China’s Cities: Definitions, Statistics, and Implications. Eurasian Geography and Economics. University of Washington. p. 395
- ↑ What are China's largest and richest cities?. University of Southern California.
- ↑ "China". Encyclopaedia Britannica. http://www.britannica.com/EBchecked/topic/111803/Chinaაკითხულია: 2010-03-15. "Form of government: single-party people's republic with one legislative house".
- ↑ People's Republic of China. US State department (5 August 2010). ციტატა: „Communist party-led state.“ წაკითხვის თარიღი: 2011-01-31.
- ↑ Communiqué of the National Bureau of Statistics of People's Republic of China on Major Figures of the 2010 Population Census
- ↑ 7.0 7.1 People's Republic of China. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
- ↑ Walton, Greg; International Centre for Human Rights and Democratic Development (2001). "Executive Summary", China's golden shield: Corporations and the development of surveillance technology in the People's Republic of China. Rights & Democracy, გვ. 5. ISBN 9782922084429. წაკითხვის თარიღი: 29 August 2009.
- ↑ Sino-British Joint Declaration. წაკითხვის თარიღი: 8 September 2008.
- ↑ “Constitution of the People's Republic of China“, People's Daily Online. წაკითხვის თარიღი: 23 November 2009. „Article 138. The capital of the People's Republic of China is Beijing.“
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი (რუს., ინგლ.)
- ჩინეთის ხედი პირდაპირ ეთერში (რუს., ინგლ.)
|
|||||