ანთროპოლოგია
| ნაწილი სერიისა |
| ზოოლოგია |
|---|
|
ზოოლოგიის დარგები
ანთროპოლოგია · ანთროზოოლოგია
აპიოლოგია · არაქნოლოგია ანთროპოდოლოგია · კეტოლოგია კონხიოლოგია · ენტომოლოგია ეთოლოგია · ჰელმინთოლოგია ჰერპეტოლოგია · იქთიოლოგია მალაკოლოგია · თერიოლოგია მირმეკოლოგია · ნემატოლოგია ნეიროეთოლოგია · ორნითოლოგია პალეოზოოლოგია · პლანქტოლოგია პრიმატოლოგია · ზოოარქეოლოგია ზოოსემიოტიკა |
|
ზოოლოგიის ისტორია
|
| ცხოველების პორტალი · ბიოლოგიის პორტალი კატეგორია |
ანთროპოლოგია (ბერძნ. anthrōpos ადამიანი, logos მოძღვრება) — მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ. იკვლევს ადამიანის ფიზიკური ტიპის ვარიაციებს დროსა და სივრცეში, ადამიანისა და მისი რასების წარმოშობის, ჩამოყალიბების და შემდგომი განვითარების შესწავლის მიზნით.
ანთროპოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება ჩამოყალიბდა XIX საუკუნის შუა პერიოდში. მისი დამოუკიდებელი დარგებია: ადამიანის მორფოლოგია, სწავლება ანთროპოგენეზის შესახებ, რასათმცოდნეობა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფად ვითარდება კომპლექსი დისციპლინებისა, რომელთაც აერთიანებენ საერთო სათაურით “ადამიანის ბიოლოგია”. იგი შეისწავლის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და გენეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმის აგებულების ვარიაციებსა და განვითარებაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 233
სტატიის