ეპიტაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიტაფია (ბერძნ. epitaphios - საფლავზედა), წარწერა საფლავის ქვაზე. წარმოიშვა ანტიკურ სამყაროში. ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებილისა ამ ქვენად დარჩენილებთან. დროთა განმავლობაში საეპიტაფიო ხოტბების გვერდით ჩნდება სატირული, პაროდიული ეპიტაფიები.

ალექსანდრე მაკედონელისადმი მიძღვნილი ეპიტაფია:

"ამ საფლავში ჩაეტია ის, ვისაც მთელი დედამიწა ეპატარავებოდა".

ნიუტონისადმი მიძღვნილი:

"ეს მარმარილოს ფილა ისააკ ნიუტონს მკვდრადა თვლის მაშინ, როდესაც დრო, ბუნება და ცის კამარა მისი უკვდავების მოწმენი არიან".