ერნესტ ჰემინგუეი
ვიკიპედიიდან
ერნესტ მილერ ჰემინგუეი (Ernest Miller Hemingway) (21 ივლისი, 1899 - 2 ივლისი, 1961) -- ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს - მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც "ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ". მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა მანიტუს სასამართლო.რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა "ყველაფერი კანის ფერშია" სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროთ, თავის მეგობრებთან ერთად.
ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა", ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, და მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ცხოვრების მანძილზე.
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის "მოხუცი და ზღვა". 61 წლის ასაკში 1961 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
[რედაქტირება] ნაწარმოებები
- In Our time - ჩვენს დროში (1925)
- The Sun also rises-Fiesta - აღმოხდების მზე-ფიესტა (1926)
- Farewell,to Arms! - მშვიდობით, იარაღო! (1929)
- Men without women- მამაკაცები უქალებოდ (1927)
- Green mountains of Africa-აფრიკის მწვანე ქედები (1935)
- The snow of Kilimanjaro - კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (1936)
- To Have and Have Not - ქონა თუ არ ქონა (1937)
- The fifth Column - მეხუთე კოლონა (1938)
- For Whom The Bell Tolls- ვისთვისაც რეკს ზარი (1940)
- The Old Man and the Sea - მოხუცი და ზღვა (1952)
- A moveable Feast - განუყრელი დღესასწაული (1960)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჰემინგუეი, ერნესტ, თხზულებანი 4 ტომად, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965 წ
- ჰემინგუეი, ერნესტ "მშვიდობით, იარაღო!" მოთხრობები, ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ - თბილისი, 1992 წ.
- ჰემინგუეი, ერნესტ "განუყრელი დღესასწაული", ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ - თბ.საქართველო, 1996
- ჰემინგუეი, ერნესტ "ბერიკაცი და ზღვა", ინგლ. თარგმნა ნანა ღამბაშიძემ - თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000
- ჰემინგუეი, ერნესტ "ჰარი მორგანი. ქონა თუ არ ქონა", მოთხრობები. მთარგმნ. ვ. ჭელიძე - თბილისი,ლიტერატურა და ხელოვნება, 1964
- ჰემინგუეი, ერნესტ "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა ; მოხუცი და ზღვა ; მშვიდობით, იარაღო!" ინგლ. თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ, ანა რატიანმა, თბილისი, ნაკადული, 2005
- ჰემინგუეი, ერნესტ "მშვიდობით იარაღო!. აღმოხდების მზე (ფიესტა)", თარგმ. ინგლ. ვახტანგ ჭელიძისა, თბილისი, "საბჭ. საქართველო, 1960
- ენტონი ბერჯესი - "ერნესტ ჰემინგუეი და მისი სამყარო". ინგლ. თარგმნა ირაკლი კენჭოშვილმა, "მერანი", თბილისი, 1987 წ.
- ბორის გრიბანოვი - "ერნესტ ჰემინგუეი", გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება.
[რედაქტირება] რესურსები იტნერნეტში
- ერნესტ ჰემინგუეი - "კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი"
- ერნესტ ჰემინგუეი - "აღმოხდების მზე"
- ერნესტ ჰემინგუეი - “მოხუცი და ზღვა”
- ერნესტ ჰემინგუეი - “პეპელა და ტანკი”
- ერნესტ ჰემინგუეი, ცხოვრება, შემოქმედება
| პორტალი «ბიოგრაფიები» | |
| ერნესტ ჰემინგუეი ვიკიციტატებში |

