რობერტ ფროსტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ფროსტი
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1874
დაბ. ადგილი სან-ფრანცისკო
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1963
გარდ. ადგილი ბოსტონი
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი
ეროვნება ამერიკელი

რობერტ ლი ფროსტი (26 მარტი 1874 - 29 იანვარი, 1963) - ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი პოეტი. პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი.

ახალგაზრდობა[რედაქტირება]

რობერტ ფროსტი დაიბადა სან-ფრანცისკოში, ჟურნალისტ უილიამ პრესკოტ ფროსტის და ისაბელ მუდის ოჯახში. დედა წარმოშობით შოტლანდიელი იყო, მამა კი ინგლისელი. თავისი პირველი ლექსი ფროსტმა სკოლის ჟურნალში გამოაქვეყნა. კოლეჯში ორთვიანი სწავლის შემდეგ ფროსტი სახლში დაბრუნდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა; დაქონდა გაზეთები და მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ ახალგაზრდა რობერტი გრძნობდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება პოეზია იყო.

1894 წ. ფროსტმა თავისი პირველი ლექსი ”ჩემი პეპელა: ელეგია” გაყიდა, რომელიც ნიუ-იორკ ინდეფენდანთში დაიბეჭდა. თავისი პირველი წარმატებით გახარებულმა ფროსტმა ქორწინება შესთავაზა ელეონორ უაითს, რომელმაც მას თავდაპირველად უარი განუცხადა და სთხოვა დაემთავრებინა კოლეჯში სწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ წყივლმა იქორწინა ჰარვარდში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნიუ-ჰემფშირში, ფროსტის ბაბუის მიერ ნაჩუქარ ფერმაში გადავიდნენ, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ფროსტმა ლექსები, რომლებმაც მომავალში სახელი განუთქვეს ახალგაზრდა პოეტს. ფროსტის ფერმერული მოღვაწეობა არ გამოდგა წარმატებული და პოეტი ისევ ქალაქში დაბრუნდა. 1906 - 1911 წლებში ფროსტი ინგლისურ ენას ასწავლიდა პინკერტონის აკადემიაში და ნიუ-ჰემფშირის სკოლაში.

დიდი ბრიტანეთი[რედაქტირება]

1912 წ. ფროსტი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და თავდაპირველად ცხოვრობდა გლაზგოში, შემდეგ კი ლონდონში, სადაც გაიცნო ეზრა ფაუნდი, ედვარდ თომასი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფაუნდმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა პოეტს და დადებითი შეფასება მისცა მის შემოქმედებას.

შეერთებული შტატები[რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფროსტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა და ფრანკონიაში ფერმა შეისყიდა. პოეტმა ისევ ნიუ-ჰემფშირში განაგრძო კარიერა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ლექციებს კითხულობდა. 1927 - 1938 წწ. ფროსტი ამჰერსტის კოლეჯში ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. 1921 - 1963 წწ. განმავლობაში ფროსტი ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ვერმონტში და ასწავლიდა მიდლბურის კოლეჯში. ამ სასწავლებელმა სწორედ ფროსტის მოღვაწეობის დროს გაითქვა სახელი. 1940 წ. ფროსტმა შეიძინა სახლი ფლორიდაში, სადაც ზამთარში ჩადიოდა.

ფროსტს 40-მდე საპატიო წოდება აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრინსტონის, ოქსფორდის, კემბრიჯის და სხვ. 1961 წ. 86 წლის ფროსტი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციაზე.1962 წ. მოხუცი პოეტი ესტუმრა საბჭოთა კავშირს და შეხვდა გამოჩენილ რუს პოეტს ანა ახმატოვას.

რობერტ ფროსტი გარდაიცვალა ბოსტონში, 1963 წ. 89 წლის ასაკში. დაკრძალულია ბენინგთონის სასაფლაოზე, ვერმონტში.

შემოქმედება[რედაქტირება]

მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და ლექსთა კრებულები:

  • ბოსტონის ჩრდილოეთით, 1914
  • მენდინგ უოლი
  • მთის ინტერვალი
  • რჩეული ლექსები, 1923
  • ნიუ-ჰემფშირი
  • რჩეული ლექსები, 1934
  • თოვლიდან თოვლამდე, 1936
  • ლექსთა კრებული, 1939
  • რ. ფროსტის ლექსთა სრული კრებული, 1949
  • რ. ფროსტის პოეზია, 1969