ანატოლ ფრანსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანატოლ ფრანსი
Anatole France, par T.A. Steinlein.jpg
დაბადების თარიღი:

16 აპრილი, 1844

დაბადების ადგილი:

პარიზი, საფრანგეთი

გარდაცვალების თარიღი:

12 ოქტომბერი, 1924

გარდაცვალების ადგილი:

ტური, საფრანგეთი

ეროვნება:

ფრანგი

საქმიანობა:

ნოველისტი

ანატოლ ფრანსი (ფრანგ. Anatole France); (ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგ. Anatole François Thibault); (დ. 16 აპრილი, 1844, პარიზი — გ. 12 ოქტომბერი, 1924, სენ–სირ–სიურ–ლუარი) — ფრანგი რომანტიკოსი და კრიტიკოსი. 1921 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ფრანსი დაიბადა ბუკინისტის ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიყვარა წიგნი და ეზიარა ლიტერატურას. თხუთმეტი წლის ჭაბუკმა გამოსცა პირველი წიგნი "ალფრედ დე ვინის პოეზია". 1872 წელს დაწერა პირველი რომანი "ჟან სერვიენის სურვილი", რომელშიც პარიზის კომუნა გააკრიტიკა. ამ დროისთვის პოეზიით უფრო იყო გატაცებული და ყველა ადრინდელი ლექსი, რომელსაც ჟურნალ პარნასში აქვეყნებდა, შეკრიბა და გამოშვა სათაურით "მოოქრული ლექსები". ამავე პერიოდში აქვეყნებს ლორიულ დრამას "კორინთული ქორწინება".

ფრანსი ცნობილი ხდება რომან "სილვესტრ ბონარის დანაშაულის" გამოცემის შემდეგ, 1881 წელს. ამ რომანით უკვე დაისახა ფრანსის შემოქმედების გზა, წერის მანერა და სტილი – ჰუმანიზმით გაჟღენთილი თბილი ირონია და სკეპტიციზმი. მისი რომანებიდან აღსანიშნავია "თაისი", "დედოფალ პედოკის დუქანი", "ჟერომ კუანიარის აზრები", "ეპიკური ბაღი". ამ რომანების უმეტესობა ბურჟუაზიულ სამყაროსადმი ავტორის ირონიულ დამოკიდებულას ამჟღავნებს. ამ პერიოდში ფრანსი ჟურნალ "დროში" თანამშრომლობს, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. აქ გამოქვეყნებული წერილები ცალკე წიგნად გამოიცა სათაურით "ლიტერატურული ცხოვრება".

18901895 წლებში, როცა იმპერიალისტური რეაქცია გაძლიერდა, ფრანსის შემოქმედებაში ერთგვარი გარდატეხა ხდება. მისი მსუბუქი და კეთილმოსურნე ირონია უფრო მძაფრდება და კრიტიკის ფორმას იღებს. დრეიფუსის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობისა და სიმათლის ძიებაში ფრანსი ზოლას ბანაკს უერთდება და დრეიფუსის გამართლებას მოითხოვს. 1901 წელს ამთავრებს მუშაობას დიდ რომანზე "თანამედროვე ისტორია". ფრანსის სოციალური მისწრაფებანი უფრო მკაფიოდ ჩანს მოთხრობაში "კრენკბიი" და რომანში "თეთრ ქვაზე", სადაც ავტორი სოციალიზმის თემას ეხება.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა ფრანსზე. მისი სტატიები სავსეა ენთუზიაზმითა და იმედით. მაგრამ რევოლუციის მარცხმა და მოახლოებული ომის საშიშროებამ მის რომანებს ისევ პესიმისტური და სკეპტიკური ელფერი მისცა ("პინგვინთა კუნძული", "ანგელოზთა აჯანყება", "ღმერთებს სწყურიათ"). აქ უფრო მკვეთრად ჩნდება ფრანსის პესიმიზმისათვის მახასიათებელი თემა "მარადიული ბრუნვისა".

ბოლო წლებში დაწერილ წიგნებში "პატარა პიერი", "სიცოცხლე ყვავილებში" ისევე, როგორც ბევრად ადრე დაწერილ რომანში "ჩემი მეგობარი წიგნი", ფრანსი ბავშვობის სუფთა და ბედნიერ წლებს უბრუნდება.

1896 წელს ფრანსი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად. 1921 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა. იგი გარდაიცვალა 1924 წელს.

[რედაქტირება] ანატოლ ფრანსის ნაწარმოებები ქართულად

  • თაისი (Thaïs, 1890). —
  • ჟერონ კუანიარის აზრები (Les Opinions de Jérôme Coignard, 1893). —
  • პინგვინთა კუნძული (L’Île des Pingouins, 1908). — 1986 მთარგმნელი მანანა მიქელაძე
  • ღმერთებს სწყურიათ (Les dieux ont soif, 1912). —
  • ანგელოზთა აჯანყება (La Révolte des anges, 1914). — 1988 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი

[რედაქტირება] ავტობიოგრაფიული ციკლი

  • პატარა პიერი (Le Petit Pierre, 1918). — 1981 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი
  • სიცოცხლის ყვავილობა (La Vie en fleur, 1922). — 1981 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 541-542
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე