ხოსე ერნანდესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე ერნანდესის ბიუსტი როსარიოს, დამოუკიდებლობის პარკში

ხოსე ერნანდესი (ესპ. José Hernández; დ. 10 ნოემბერი, 1834 წელი. გ. 21 ოქტომბერი, 1886 წელი.) იყო არგენტინელი ჟურნალისტი, პოეტი და პოლიტიკოსი. მისი ნაწამროებებიდან ყველაზე ცნობილია ეპოსი Martín Fierro.

ერნანდესი, რომლის წინაპრებიც იყვნენ ესპანელები, ირლანდიელები და ფრანგებიც, დაიბადა სან-მარტინში ბუენოს-აირესის პროვინციაში. მამამისი იყო მსხვილფეხა საქონლის რანჩოში მსახურების უფროსი. ის კარიერაში იყო ჟურნალისტი არგენტინასა და ურუგვაის სამოქალაქო ომებში, კომერციული ფირმის თანამშრომელი და სასამართლოს სტენოგრაფისტიც.

ერნანდესმა დააარსა გაზეთი El Río de la Plata, ომელიც მხარს უჭერდა ადგილობრივი თვითმართველობის ავტონომიას, სასაზღვრო კონტინგენტებში სავალდებულო გაწვევას და მოსამართლეების, სამხედრო ხელმძღვანელობის და სკოლის გამგეობების არჩევას. ის ეწინააღმდეგებოდა იმიგრაციას რადგან თვლიდა რომ ეს რეგიონის განვითარებაზე ცუდად მოქმედებდა. ის თვლიდა რომ უნდა ყოფილიყო ქვეყნის ფედერალური მოწყობა რომელიც დაფუძნებული იქნებოდა საწმყსოებზე, თუმცა ამავედროს მომხრე იყო ძლიერი საგანმანათლებო სისტემისაც.

როგრც ფედერალისტი ის იყო დომინგო ფაუსტინო სარმიენტოს პოლიტიკის წინააღმდეგი, რომელიც ცენტრალიზებულ მმართველობას ეფუძნებოდა. ერნანდესი იყო ხუან მანუელ როსასის დიდი მწინააღმდეგე, რომელსაც ახასიათბდა როგორც დესპოტსა და ტირანს.

ერნანდესი დღისთვის ძირითადად მისი Martín Fierro-ითაა ცნობილი, ეპოსის რომელიც ლიტერატურულ შედევრად ითვლება. პოემაზე მუშობა დაიწყო ბრაზილიაში, დევნილობის დროს და გამოიცა ორ ნაწილად (1872 და 1879 წლებში).

1886 წლის 21 ოქტომბერს, ერნანდესი გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა ბელგრანოში (რომელიც იმ დროს ცალკე გარეუბანი იყო).

ის დაკრძალეს ლა-რეკოლეტას სასაფლაოზე, ბუენოს აირესში.

წყარო[რედაქტირება]

  • Jorge Luis Borges, "José Hernández", in El Martín Fierro (ISBN 8420619337) (ესპანური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]