თერმოპილეს ბრძოლა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერძნული-სპარსული სვლების რუკა

ქრ.შ-მდე 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსეს მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300 სპარტელი დაიტოვა, ხოოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება უბრძანა. 300 სპარტელი სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაღუპნენ. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარი ათენისკენ გაეშურა. სარდალ თემისთოკლეს აზრით, ათენი ვერ გაუმკლავდებოდა მტერს. უმჯობესი იყო ბრძოლის გამართვა არა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე.

ათენის მოსახლეობამ ყურად იღო სარდლის რჩევა და ქალაქი დატოვა. ქალები, ბავშვები და მოხუცები უხიფათო ადგილას გაიხიზნენ. ბრძოლისუნარიანმა მამაკაცებმა ხომალდებით მიაშურეს კუნძულ სალამინს. იქ, თემისტოკლეს ჩანაფიქრით, სპარელებთან გადამწყვეტი ბრძოლა უნდა მომხდარიყო. დამპყრობლებმა დაცარიელებული ათენი ქრ. შ-მდე 480 წელს გაძარცვეს, დაანგრიეს და გადაწვეს. თემისტოკლეს სურდა მტერი სალამინის ვიწრო სრუტეში შეეტყუებინა. გამჭრიახმა მხედარმთავარმა ასეთ ჭკვიანურ ხერხს მიმართა: ქსერქსესთან გაგზავნა თავისი უერთგულესი პირი.მან სპარსელთა მეფეს აცნობა, რომ ვითომ ბერძნები სალამინიდან გაქცევას აპირებდნენ. თემისტოკლეს წარგზავნილმა ქსერქსეს ურჩია შეტევა დაუყოვნებლივ დაეწყო. თუ ბერძნები კუნძულს დატოვებდნენ, მაშინ ქსერქსეს სხვადასხვა მხარეს გაფანტული მოწინააღმდეგის დევნა მოუწევდა და ომი დიდხანს გაგრძელდებოდა. ქსერქსეს არც კი უფიქრია, რომ ატყუებდნენ. მან მეორე დღესვე თავისი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელების დიდმა და მაღალმა ხომალდებმა ვიწრო სრუტე თითქმის გაავსეს. ელინთა პატარა და დაბალი ხომალდები ტრიერები კი სწრაფად და თავისუფლად დაცურავდნენ. ისინი მახვილი ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსელთა ხომალდებს და ლეწავდნენ.

დამარცხებილი ქსერქსე თავისი რაზმის მეომრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. სპარსელთა ჯარის დარჩენილი ნაწილები კი ბერძნებმა ქრ. შ-მდე 479 წელს პლატეასთან დაამარცხეს. მტერი იძულებული გახდა დაეტოვებინა საბერძნეთი. ბერძენ-სპარსელთა ომები ელინების სპარსელებზე გამარჯვებით ქრ. შ-მდე 499 წელს დამთავრდა. სპარსეთმა ცნო ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა. სპარსეთის ფლოტს აეკრძალა ეგეოსის ზღვაში ცურვა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე