იონიელების აჯანყება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იონიელების აჯანყება
ბერძენ-სპარსელთა ომების ნაწილი
Anatolia Ancient Regions base.svg
თარიღი ძვ. წ. 499-ძვ. წ. 493
მდებარეობა მცირე აზია და კვიპროსი
შედეგი აქემენიდების სპარსეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
სპარსეთმა აღადგინა კონტროლ იონიასა და კვიპროსზე
მხარეები
იონია, ეოლისი,
დორისი, კარია
ათენი, ერეთრია,
კვიპროსი
სპარსეთის იმპერია
მეთაურები
არისტაგორასი,
ქაროპინოსი,
ჰერმოფანპუსი,
ეუალქიდესი†,
მელანთიუსი
დიონისე ფოკელი
ჰისტოსი
მეგაბატესი,
არტაფერნესი,
დაურისე†,
ჰიამესი,
ოტანესი,
დატისი

იონიელების ჯანყება და მასთან ასოცირებული აჯანყებები ეოლისში, დორისში, კვიპროსში და კარიაში იყო მცირე აზიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების სამხედრო აჯანყება აქემენიდების სპარსეთის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 499 წლიდან ძვ. წ. 493 წლამდე. აჯანყება გამოიწვია სპარსეთის იმპერიის მიერ ბერძნული ქალაქების მმართველად სპარსელების დანიშვნამ, რამაც ბერძნების უკმაყოფილება გამოიწვია. იონიის ქალაქები სპარსეთმა ძვ. წ. 540 წელს დაიპყრო და მას შემდეგ ქალაქს ადგილობრივი მმართველები განაგებდნენ, რომელსაც ნიშნავდა სარდისის სპარსელი სატრაპი. ძვ. წ. 499 წელს მილეტის ტირანმა, არისტაგორასმა წამოიწყო სამხედრო ექსპედიცია სპარსელ სატრაპ არტაფერნესთან ერთად ნაქსოსის დასაპყრობად. ექსპედიცია კრახით დასრულდა, რასაც არისტაგორასის გადაყენება მოჰყვა. მან კი გადაწყვიტა, რომ მთელი იონია აემხედრებინა სპარსელების წინააღმდეგ და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას დარიოს I-ის წინააღმდეგ.

ძვ. წ. 498 წელს ათენელი და ერეთრიელი მეომრების დახმარებით იონიელებმა აიღეს და გადაწვეს სარდისი. უკან დაბრუნებისას მათ დაედევნა სპარსეთის არმია და დაამარცხა კიდეც ეფესოს ბრძოლაში. ძვ. წ. 497 წელს მიმდინარეობდა ბრძოლები მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, სადაც იონილებს ძირითადად თავის დაცვა უხდებოდათ. აჯანყების კარიაში გავრცელების შემდეგ სპარსელებს შეუერთდა დაურისეს არმია, რომელიც შემდეგ პედასუსის ბრძოლაში განადგურდა.

ძვ. წ. 494 წლისთვის სპარსელთა არმია და ფლოტი გადაჯგუფდნენ და მთელი ძალა პირდაპირ აჯანყების ეპიცენტრში, მილეტში მიმართეს. იონიელთა ფლოტი განადგურგა ლადეს ბრძოლაში სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას მოჰყვა მილეტის ალყა, აღება და მისი მოსახლეობის დამონება. ამ ორმხრივმა დამარცხებამ ჩააცხრო აჯანყება, რასაც შემდეგ კარიელების დანებებაც მოჰყვა. შემდეგ წელს სპარსელებმა დაიმორჩილეს კიდევ რამდენიმე ქალაქი, რომლების ჯერ კიდევ მათ წინააღმდეგ იყვნენ.

იონიელების ჯანყება ითვლება პირველ მნიშვნელოვან კონფლიქტად ბერძნებსა და სპარსეთის იმპერიას შორის და წარმოადგენს ბერძენ-სპარსელთა ომების პირველ ფაზას. მას შემდეგ, რაც დარიოსმა მცირე აზია დაიბრუნა, მან დაგაწყვიტა რომ დაესაჯა ათენი და ერეთრია, რომლებიც აჯანყებულებს ეხმარებოდნენ. ძვ. წ. 492 წელს ის შეიჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Boardman J, Bury JB, Cook SA, Adcock FA, Hammond NGL, Charlesworth MP, Lewis DM, Baynes NH, Ostwald M & Seltman CT (1988). The Cambridge Ancient History, vol. 5. Cambridge University Press. ISBN 0-521-22804-2. 
  • Fehling, D. (1989). Herodotus and His "Sources": Citation, Invention, and Narrative Art (Translated by J.G. Howie). Francis Cairns. 
  • Fine, JVA (1983). The Ancient Greeks: A Critical History. Harvard University Press. ISBN 0-674-03314-0. 
  • Finley, Moses (1972). "Introduction", Thucydides – History of the Peloponnesian War (translated by Rex Warner). Penguin. 
  • Holland, Tom (2006). Persian Fire: The First World Empire and the Battle for the West. Doubleday. ISBN 0-385-51311-9. 
  • Lazenby, JF (1993). The Defence of Greece 490–479 BC. Aris & Phillips Ltd.. ISBN 0-85668-591-7.