ლეონიდასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლეონიდასი (ძვ. წ. 508/507-480) - სპარტის მეფე (ძველი საბერძნეთი). ბერძენ-სპარსელთა ომების დროს, ძვ. წ. 480 წელს სათავეში ჩაუდგა ბერძენთა გაერთიანებულ ჯარს საბერძნეთში შემოჭრილი სპარსეთის მეფის ქსერქსეს წინააღმდეგ. ლეონიდასი 300 რჩეული სპარტელით იცავდა ბერძენთა ჯარის ძირითადი ნაწილის უკანდახევას და გმირულად დაეცა თერმოპილეს ბრძოლაში. მადლიერმა თანამემამულეებმა ძეგლი აღუმართეს და მისი სახელი პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 193, თბ., 1983 წელი.
- Herodotus, Herodotus, with an English translation by A. D. Godley. Cambridge. Harvard University Press. 1920.
- Jones, A. H. M. Sparta, New York, Barnes and Nobles, 1967
- Morris, Ian Macgregor, Leonidas: Hero of Thermopylae, New York, The Rosen Publishing Group, 2004.