სოლონი
| ეს სტატია ან განყოფილება სპეციალისტის ყურადღებას საჭიროებს. გთხოვთ დაგვეხმაროთ სტატიის გამართვაში. დეტალებისთვის იხილეთ განხილვის გვერდი |
| სოლონი | |
|---|---|
|
სოლონის ბიუსტი |
|
| დაიბადა | ძვ. წ. 638 ათენი , საბერძნეთი |
| გარდაიცვალა | ძვ. წ. 558 ათენი , საბერძნეთი დაბერება |
| ცხოვრობს | საბერძნეთი |
| ეროვნება | ბერძენი |
| სხვა სახელები | Σόλων , Sólōn |
| საქმიანობა | პოეტი , მხედართმთავარი და კანონმდებელი |
| მშობლიური ქალაქი | ათენი |
| ტიტული | არქონტი |
| ცნობილია | იყო გამოჩენილი პოეტი, მხედართმთავარი და კანომდებელი |
| წლები | ძვ. წ. 594-593 |
| წინამორბედი | ფილომბროტი |
| მომდევნო | დროპიდი |
| რელიგიური მრწამსი | პოლითეისტი |
სოლონი (ძვ. წ. 638 - 558) გამოჩენილი ათენელი პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. დემოკრატიას პირველად ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ დემოსს. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სოლონი დაიბადა ათენში ძვ. წ. 638 წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით ათენმა მეგარას წაართვა კუნძული სალამინი. სოლონი გარდაიცვალა ძვ. წ. 558 წელს.
[რედაქტირება] სოლონის პოეზია
სოლონი იყო ერთ-ერთი უპირველესი ატიკელი პოეტი. ის წერდა ელეგიებსა და იამბებს.
[რედაქტირება] სოლონის რეფორმები
- სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა.
- სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო
- სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა.
- სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება.
- სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, ჩამოერთმებოდა მოქალაქის უფლება.
- სოლონის წესის მიხედვთ, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე.
[რედაქტირება] სოლონის დახარისხების წესი
სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით (ტიმოკრატია) და დაყო ოთხ ჯგუფად:
- I - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები - მათი უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი სახელმწიფო გადასახადები
- II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი
- III - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები - მათი უფლებები: სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი ჯარისკაცი
- IV - დაქირავებული მუშები - უუფლებოები - მოვალეობები: მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები
სტატიის