რკინის ხანა
ვიკიპედიიდან
რკინის ხანა არქეოლოგიაში იყო ადამიანთა განვითარების ეტაპი, რომელშიც ხელსაწყოები და იარაღები ძირითადად რკინისგან მზადდებოდა. ამ მასალის ათვისება ასევე დაემთხვა ცვლილებებს ზოგიერთ საზოგადოებაში განსხვავებული აგრარული პრაქტიკის სახით, რელიგიურ რწმენებში და ხელოვნების მიმდინარეობებში.
რკინის ხანა ბოლო პრინციპული პერიოდია წინაისტორიულ საზოგადოებათა კლასიფიცირების სისტემაში, რომელსაც წინ ბრინჯაოს ხანა უძღოდა. მისი თარიღი მერყეობს ქვეყნისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

