დორიელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორიელების რეგიონები კლასიკურ საბერძნეთში

დორიელები (ძვ. ბერძნ. Δωριεῖς, დორიელი - Δωριεύς) — ერთ-ერთი სამ მთავარ ტომთაგან, რომლებადაც ძველი ბერძნები საკუთარ თავს ყოფდნენ. ჰეროდოტეს მოყვანილი აქვს ყველაზე ადრეული ისტორიული განსაზღვრება ამ სამმაგი გაყოფისა:

ვიკიციტატა
„...ისინი, ვინც ბინადრობენ ჩვენს მიწაზე, იწოდებიან იონიელებად, ეოლიელებად და დორიელებად.“

დორიელები მეტყველებდნენ ძველბერძნული ენის დორიულ დიალექტზე. ყველაზე ადრე ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებული არიან „ოდისეა“-ში, სადაც ისინი კუნძული კრეტას მობინადრეები იყვნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]