ინფრასტრუქტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინტერსტეიტ-80, აშშ-ის სიგრძით მეორე შტატთაშორისი ავტომაგისტრალი, რომელიც კალიფორნიასა და ნიუ-ჯერსის აკავშირებს.

ინფრასტრუქტურა (ლათ. infra — ქვედა, ქვე, და ლათ. structura — ნაგებობა, განლაგება) — ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული ამოცანის (პრობლემის) გადაჭრას უზრუნველყოფს. ტერმინი ნასესხებია სამხედრო ლექსიკიდან, სადაც ის საომარი მოქმედებების, სწავლებისა და განშლისთვის დანიშნული სტაციონარული ობიექტების სისტემას ნიშნავს.

ტერმინი ტიპიურად მიუთითებს ტექნიკურ სტრუქტურებზე, რომლებიც საზოგადოების ფუნქციონირებას უჭერს მხარს, მაგალითაც, გზებზე, წყალგაყვანილობაზე, კანალიზაციაზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე და სხვა. ფუნქციური თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურების წარმოებას. მაგალითად, გზები ფაბრიკა-ქარხნებში მასალის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, ასევე იქიდან გასაღების ბაზრებზე მზა პროდუქციის გატანის. გარკვეულ კონტექსტში, ამ ტერმინმა შეიძლება მოიცვას ძირითად სოციალური სამსახურები, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები.