ძველი საბერძნეთი
ვიკიპედიიდან
ძველი საბერძნეთი, ელადა (ბერძნ. Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.
მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. წ. 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. წ. 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბერძნებამდე
ბერძნული სამყარო ბალკანეთის ნახევარკუნძულს და ეგეოსისა და ადრეატიკის ზღვაში მდებარე კუნძულებს მოიცავს. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში კრეტასა და კიკლადის კუნძულებზე მინოსელთა ცივილიზაცია აღმოცენდა, დაახლ.ძვ.წ.1650 წლისათვის კი ბალკანეთის ნახევარკუნძუნზე მიკენელთა ცივილიზიცია გაჩნდა.
[რედაქტირება] ძველი ბერძნული კულტურა
[რედაქტირება] მითოლოგია და რელიგია
განვითარების ადრეულ საფეხურზე ძვ. საბერძნეთის მითოლოგია ქთონურ (chton - ქვესკნელი, რომელიც ურჩხულებს წარმოშობდა) ხასიათს ატარებდა. პირველყოფილი თემური წყობილების დროს ჭარბობდა ტოტემისტური, ფეტიშური და ანიმისტური წარმოდგენები. საერთო ბერძნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ. წ. II ათასწლეულს დასრულდა. ძვ. ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები „თოვლიან“ მთაზე, ოლიმპზე, ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების „ადამიანთა და ღმერთთა მამის“ ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვტაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, ჰერმესი - ვაჭრობისა, არტემიდა - ნადირობისა, აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზისა და ა. შ.
[რედაქტირება] საბუნებისმეტყველო ცოდნა
ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო ცოდნა ხასიათდება სუსტი ემპირიული საფუძვლითა და ზოგადი ჰიპოთეზებისა და თეორიების სიჭარბით. ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნებამ დაასწრო შემდგომი ეპოქების მთელ რიგმეცნიერულ აღმოჩენებს. ელინიზმის ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურული) მეცნიერება დიფერენცირებული არ იყო; თითქმის ყველა ფილოსოფოსი ბუნებისმეტყველიც იყო. ძვ. ბერძნული მეცნიერების სამშობლო მცირე აზიის იონიაა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ აროსავლურ კულტურასთან, რომელმაც თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარებაზე. პირველი გეომეტრიული მონაცემები, ფარგლის გამოყენება, მზის დაბნელების დროის წინასწარ გამოანგარიშება, მეზღვაურთათვის რეკომენდაცია პატარა დათვის თანავარსკვლავედზე ორიენტირების შესახებ (და არა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული) დაკავშირებულია მილეტის სკოლის (ძვ. VI საუკუნე) დამაარსებლის თალესის სახელთან.

