როლანდ ახალაია
როლანდ ახალაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1950 |
დაბადების ადგილი | საჯიჯაო, ხობის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები |
როლანდ ახალაია (დ. 1 აპრილი, 1950, საჯიჯაო, ხობის რაიონი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978–2012 წლებში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1978–1979 წლებში ლანჩხუთის რაიპროკურატურის სტაჟიორი, ხოლოდ 1981–2001 წლებში ზუგდიდის რაიონის პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, პროკურორი. 2001–2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარი სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი. 2004 წელს საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორი, ხოლო 2008–2012 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორი. 2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2007: ღირსების ორდენი
- 2009: საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი
- 2010: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როლანდ ახალაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როლანდ ახალაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- დაბადებული 1 აპრილი
- დაბადებული 1950
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ხობის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- წმიდა გიორგის ოქროს ორდენი კავალრები
- ახალაიები