თუშეთის ალაზანი
იერსახე
თუშეთის ალაზანი | |
---|---|
სხვა სახელი | ჩაღმის ალაზანი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
მარჯვენა შენაკადები | ორწყალი, ჭანჭახოვანისწყალი |
მარცხენა შენაკადები | პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი |
სათავე |
აწუნთის ქედი 42°27′32″ ჩ. გ. 45°16′56″ ა. გ. / 42.459000° ჩ. გ. 45.282278° ა. გ. |
შესართავი |
ანდის ყოისუ 42°21′16″ ჩ. გ. 45°39′28″ ა. გ. / 42.354528° ჩ. გ. 45.658000° ა. გ. |
სიგრძე | 59 კმ |
აუზის ფართობი | 825 კმ² |
მდინარის სისტემა | ანდის ყოისუ → ავარიის ყოისუ → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 24 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
თუშეთის ალაზანი ვიკისაწყობში |
თუშეთის ალაზანი, ჩაღმის ალაზანი — მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდინარე ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. იწყება აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 59 კმ, აუზის ფართობი 825 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ³/წმ.
თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკილაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 138.