დეხვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დეხვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ლასურიაში
კოორდინატები 42°37′26″ ჩ. გ. 42°47′46″ ა. გ. / 42.62389° ჩ. გ. 42.79611° ა. გ. / 42.62389; 42.79611
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 179[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დეხვირი — საქართველო
დეხვირი
დეხვირი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
დეხვირი

დეხვირი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში.[3] მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 179 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 262 134 128
2014[1] Decrease2.svg 179 88 91

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეხირი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნის II ნახევარში. სოფლის ახლოს დგას ფეოდალური ხანის დეხვირის ციხე. იგი ლეჩხუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო და იცავდა ცხენისწყლის ხეობიდან ლაჯანურის ხეობაში მიმავალ გზებს. 1802 წელს დეხვირის ციხე სოლომონ II-მ აიღო. ალყის დროს ციხის ნაწილი დაინგრა.

2014-2015 წწ. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა შუა საუკუნეების ციხის ნაშთები, გალავანი და დიდი რაოდენობით ქვევრები, ძვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები ტიპური კოლხური კერამიკის ნაშთებით, ასევე ძვ.წ.აღ-ის IV-III საუკუნეების ელინისტური ნამოსახლარი — სამარხები, ციხის გალავნის ნაშთები და მარანი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]