შინაარსზე გადასვლა

ზოგიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზოგიში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ალპანა
კოორდინატები 42°32′54″ ჩ. გ. 42°50′03″ ა. გ. / 42.54833° ჩ. გ. 42.83417° ა. გ. / 42.54833; 42.83417
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 148[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზოგიში — საქართველო
ზოგიში
ზოგიში — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზოგიში
ზოგიში — ცაგერის მუნიციპალიტეტი
ზოგიში

ზოგიში — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 520 მ-ზე, ცაგერიდან 23 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

ზოგიში ისტორიული ლეჩხუმის ნაწილია. წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაბეჭინის ოთხთავის მინაწერში (XIII საუკუნე).[2] სოფლის ტერიტორიაზე, შემთხვევით აღმოჩენილია გვიანდელი ანტიკური ხანის ბრინჯაოს საკიდი, რომელიც ფრინველის გამოსახულებას წარმოადგენს; ქვის კვირისტავი; ზოომორფულ სახელურებიანი ქოთანი; ბრინჯაოს კოლხური ცული.

ზოგიშის სამხრეთით, მთის წვერზე, შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. გადმოცემით, ციხე ახვლედიანებს ეკუთვნოდათ. ციხის გალავანი რელიეფს მიჰყვება. კედლის სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს. ნაგებია უხეშად დამუშავებული სწორხაზოვნად და მტკიცედ ნაწყობი კლდის ქვითა და ბათქაშით. გალავნის შიგნით 2 კოშკის ნაკვალევი შეინიშნება. აქვეა საგანგებოდ მოწყობილი წყლის რეზერვუარი, რომელიც პერიოდულად თავისით ივსება. სოფლის ძველ სასაფლაოსთან, მცირე შემაღლებაზე, შუა საუკუნეების მარიობის ეკლესიის ნანგრევებია, მის ირგვლივ კი — გალავნის ნაშთები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 148 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]293140153
2014[1] 1487474
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. — გვ. 21.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II