სურმუში
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სურმუში}} |
სოფელი | |
---|---|
სურმუში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლაილაში |
კოორდინატები | 42°35′31″ ჩ. გ. 42°52′31″ ა. გ. / 42.59194° ჩ. გ. 42.87528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 143[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სურმუში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. სურმუშს ჩრდილოეთიდან მდ. ხელიშური (თეთრიღელე) ჩამოუდის. აქვეა აგებული ლაჯანურჰესის კაშხალი, სოფელი ცნობილია სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით.[3]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სურმუში ისტორიული სოფელია, ამაზე მრავალი ფაქტი მიუთითებს. ტოპონიმი „სურმუში“ მეგრულ-ლაზური წარმომავლობისაა, ეს ქართველური ტომები კი ლეჩხუმის ტერიტორიაზე ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში ბინადრობდნენ. XX საუკუნეში სოფელში არმოაჩინეს კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები (ცულები), რომელიც ძვ.წთ. IX საუკუნით თარიღდება. ფეოდალურ ეპოქაში სურმუში მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენდა, ვინაიდან მასზე სამი სახმელეთო გზა გადიოდა:
- მდ. ლაჯანურას კალაპოტის გასწვრივ (ორპირის კლდეკარით)
- სურმუშსა და სოფელ საირმეზე (მთა წვერზე გამავალი)
- რაჭასა და დანარჩენ კლდედაღმართთან (რიონის ხეობის ლეჩხუმი) კლდეაღმართის (ცხენისწყლის ხეობის ლეჩხუმი) დამაკავშირებელი (ადგ. გველითავზე გამავალი). ეს გზა მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმოადგენდა ლეჩხუმის ერთ-ერთ მთავარ საგზაო-სახმელეთო არტერიას.
სოფლის ქვემო ნაწილში (სადაც დღეს ლაჯანურის წყალსაცავი და კაშხალია) ცხოვრობდნენ თავადი წულუკიძეები. სწორედ მათ სახელთანაა დაკავშირებული ამავე ადგილას ეკლესიის აგება. ამ ეკლესიისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი (ამ ადგილს მოსახლეობა ,,ნასახტარს" ეძახის). საქართველოს ოკუპაციისა და კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ, ბოლშევიკებმა ეს და სოფელში არსებული კიდევ სამი ეკლესია დაანგრიეს. ეს ძეგლები ისტორიისა და არქეოლოგიისათვის საინტერესო მასალას წარმოადგენენ, თუმცა არც ერთი მათგანი დღემდე შესწავლილი არაა.
სურმუშში არსებულ ისტორიულ ძეგლთაგან გამორჩეულია სამეგრელოს მთავართა, დადიანების სასახლე (ისიც ნანგრევების სახით). იგი XIX საუკუნის დასაწყისში ააშენა დავით დადიანმა. აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და რუსეთის არმიის გენერალმა გრიგოლ დადიანმა.
სურმუში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მშობლიური სოფელია.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 143 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 205 | 98 | 107 |
2014[1] | ![]() |
62 | 81 |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|