სვანები
| სვანები შვანარ | |
|---|---|
|
| |
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
| ~ 80 ათასი | |
| ენები | სვანური ენა, ქართული ენა |
| რელიგიები | ქრისტიანობა |
სვანები (სვან. შუ̂ანა̈რ) — ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში (კოდორის ხეობა, დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.[1]
დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს:
„კავკასიის მთებში სვანები ქრისტიანის სახელს პატივს სცემენ, მაგრამ რადგან მღვდლები არ ყავთ, ამიტომ არ ინათლებიან.
აფხაზები, სვანები, ამორძალები... რადგან ურწმუნონი არიან, ერთმანეთსა მტრობენ.[2]“ |
ვახუშტი ბატონიშვილი სვანებს ასე ახასიათებს:
„არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილისა არა მომხსენენი... სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა.[3]“ |
გენეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვანებს შორის ყველაზე გავრცელებული Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფია G2a (90%), მეორე ადგილზეა Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი R1a (5%), მესამეზე Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფია J2a1 (დაახლოებით 3%). მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს შორის გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები H (17,9%), K (15,8%), W6 (13%), T (9,24%), U1 (7,61%), X2 (6, 52%), U2 (5,98%).[4][5]
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა და შვილი, სვანეთი
- სვანური სამოსი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 129-131 — თბილისი, „უნივერსალი“, 2010
- თოფჩიშვილი რ. „სვანეთი და სვანეთის მკვიდრნი : გვარები და ეთნოისტორიული ნარკვევი“ თბილისი, „უნივერსალი“, 2015 ISBN 978-9941-22-610-6
- ბერაძე, თ. „სვანეთი უძველესი დროიდან VI საუკუნის ჩათვლით“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 18-21 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008
- გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Svan/Udi/Tsova-Tush - DOBES. ციტირების თარიღი: 18 August 2017
- ↑ დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977
- ↑ ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 788. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973
- ↑ Yardumian A. et al. Genetic diversity in Svaneti and its implications for the human settlement of the Highland Caucasus დაარქივებული 2019-10-29 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Генетический портрет сванов на фоне народов Южного Кавказа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-25. ციტირების თარიღი: 2022-11-15.
| ||||||||
| ||||||||