შინაარსზე გადასვლა

ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუბი.
სოფელი
ზუბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ზუბი
კოორდინატები 42°34′01″ ჩ. გ. 42°40′21″ ა. გ. / 42.56694° ჩ. გ. 42.67250° ა. გ. / 42.56694; 42.67250
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 471[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი) — ცაგერის მუნიციპალიტეტი
ზუბი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

ზუბი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ცაგერი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 640 მ-ზე. ცაგერიდან დაშორებულია 13 კმ-ით. ზუბი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სოფლიდან, სადაც მოდის ვაზის ჯიში უსახელოური.

ზუბი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების ზუბის ციხის ნანგრევები. ზუბის ჩრდილოეთით, დაახლ. 4,5 კმ-ზე მდებარეობს ნამარნევის ეკლესია (აგებულია 1822 წელს).

სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, შემთხვევითაა აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის შავპრიალა თიხის დაბალი, სამყურიანი ჭურჭელი და ელინური ხანის ბრინჯაოს 2 სამაჯური. მასალა ინახება ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 471 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]630318312
2014[1] 471234237
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II