იზაბელა ჰაბსბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იზაბელა ჰაბსბურგი
Izabella of Habsbourg
Gent STAM Isabella van Habsburg (1501-1526) 12-10-2010 11-47-03.JPG
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
კორონაცია: 12 აგვისტო, 1515
მმართ. დასაწყისი: 12 აგვისტო, 1515
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1523
წინამორბედი: ქრისტინა საქსონელი
მემკვიდრე: სოფია პომერანიელი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1520
მმართ. დასასრული: 23 აგვისტო, 1521
წინამორბედი: ქრისტინა საქსონელი
მემკვიდრე: კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ივლისი, 1501
დაბ. ადგილი: ბრიუსელი, ფლანდრია
გარდ. თარიღი: 19 იანვარი, 1526, (24 წლის)
გარდ. ადგილი: გენტი, ფლანდრია
დაკრძ. ადგილი: ოდენსე, დანია
მეუღლე: კრისტიან II, დანიის მეფე
შვილები: ჰანსი
დოროთეა, პფალცის კურფიურსტი
კრისტინა, მილანისა და ლოთარინგიის ჰერცოგინია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I, ნიდერლანდების მონარქი
დედა: ხუანა I, ესპანეთის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელა ჰაბსბურგი აგრეთვე ცნობილი როგორც ელიზაბეტ ავსტრიელი (დ. 18 ივლისი, 1501 — გ. 19 იანვარი, 1526) — დაბადებიდან იყო კასტილიისა და არაგონის ინფანტა, ბურგუნდიის ჰერცოგინია და ავსტრიის ერცჰერცოგინია. გათხოვების შემდგომ მიიღო დანიის, ნორვეგიის და შვედეთის დედოფლის და ფინეთის დიდ ჰერცოგინიის ტიტულებიც. იყო ფილიპე I-ისა და ხუანა შეშლილის შუათანა ქალიშვილი. კრისტიან II-ის ერთადერთი მეუღლე. 1520 წელს ატარებდა დანიის მეფის რეგენტის ტიტულსაც.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან II, იზაბელას მეუღლე

იზაბელა ჰაბსბურგი დაიბადა 1501 წლის 18 ივლისს, ქალაქ ბრიუსელში. მან ბავშვობა ნიდერლანდებში გაატარა თავის და-ძმებთან ერთად. მშობლებმა იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. როდესაც ცოტა წამოიზარდნენ მშობლებმა იზაბელას უფროსი დის, ელეონორის გათხოვება მოისურვეს. თავდაპირველად მის საქმროდ მოიაზრებოდა ინგლისის ტახტის მემკვიდრე ჰენრი ტიუდორი, თუმცა ჰენრიმ არა ელეონორზე, არამედ მათ დეიდაზე, ეკატერინე არაგონელზე იქორწინა. ამის შემდგომ კი, გადაწყვიტეს ელეონორის მითხოვება დანიის მეფე, კრისტიან II-ზე.

1514 წელს კრისტიანი ნიდერლანდებში ჩავიდა რათა ახლოს გაეცნო ელეონორი. ეს ამბავი მოხდა იზაბელას მეცამეტე დაბადებისდღემდე სულ ერთი კვირით ადრე. სწორედ იზაბელას დაბადების დღის საზეიმო მეჯლისზე მოიხიბლა კრისტიანი მისით. მალე აღმოჩნდა, რომ იზაბელსაც იგივე გრძნობები ჰქონდა რაც კრისტიანს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ კრისტიანისათვის არა ელეონორი, არამედ იზაბელა მიეთხოვებინათ. იზაბელას მშობლებისათვის, ხომ მთავარი ალიანსი იყო და არა ის რომელ ქალიშვილს გაათხოვებდნენ.

1514 წლესვე იზაბელი და კრისტიანი დაქორწინდნენ. კრისტიანის ბრძანებითა და ხარჯებით, იზაბელის დიდი პორტრეტი დახატეს რომელიც კრისტიანმა დანიაში, საკუთარ სასახლეში ჩამოკიდა.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1515 წელს იზაბელა და კრისტიანი დანიაში ჩავიდნენ სადაც, ამავე წლის 12 აგვისტოს მოეწყო იზაბელას კორონაცია დანიისა და ნორვეგიის დედოფლად. მას დანიაში ელიზაბეტი უწოდეს. იზაბელას კრისტიანის ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც განპირობებული იყო მისი მომთმენი ხასიათით, გონიერებითა და ფიზიკური სილამაზით. თუმცა იყო ერთი ძალიან დიდი პრობლემაც, კრისტიანს 1507 წლიდან, (ანუ მანამ, სანამ იზაბელზე იქორწინებდა) ჰყავდა საყვარელი - დივეკ სიგბრიცტერი - რომელიც თავიდანვე გადაემტერა იზაბელას და მის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყო. მან რამდენიმეჯერ იზაბელას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, რამაც ძალზე გააღიზიანა და აღაშფოთა იზაბელას უფროსი ძმა, საღვთო რომის იმპერატორი კარლოს V და კრისტიანს დივეკის მოშორება ურჩია. თუმცა მალევე ეს პრობლემა თავისით მოგვარდა ვინაიდან იზაბელას ჩასვლიდან ორ წელიწადში, ანუ 1517 წელს დივეკი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ იზაბელასა და კრისტიანს შორის კვლავ თბილი ურთიერთობა აღსდღა, რაც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა.

1520 წელს კრისტიანმა მიიღო შვედეთის სამეფო ტახტი, აქედან მოყოლებული იზაბელას შვედეთის დედოფლის და ფინეთის დიდ ჰერცოგინიის ტიტული ენიჭება. მას შემდგომ რაც კრისტიანმა სტოკჰოლმი აიღო, მან შვედურ არისტოკრატიას სთხოვა, რომ იმ შემთხვევაში თუ თავად გარდაიცვლებოდა ისე, რომ მისი შვილები არასრულწლოვანნი იქნებოდნენ შვედებს იზაბელა რეგენტად და დედოფლად ეცნოთ, რაზეც შვედები დასთანხმდნენ. იზაბელა არის მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი ქალი, რომელსაც მიენიჭა კალმარის კავშირის დედოფლის ტიტული, ანუ იგი ატარებდა ყველა სკანდინავიური სახელმწიფოს დედოფლის ტიტულს, ეს პატივი შემდეგ აღარავის ღირსებია. თუმცაღა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იზაბელა შვედეთში არასოდეს ჩასულა ვინაიდან იგი ამ დროისათვის, იზაბელა ფეხმძიმედ იყო და მისთვის ასეთ შორ მანძილზე მგზავრობა სახიფათო იყო. ამიტომაც 1520 წელს სანამ კრისტიანი შვედეთში იმყოფებოდა, იზაბელას დანიისა და ნორვეგიის სამეფოების რეგენტის ტიტული ჰქონდა და თავად განაგებდა ყველაფერს. თუმცა 1521 წელს შვედეთის ტახტი დაკარგეს და ამ ტახტზე გუსტავ I ადის, ვაზას დინასტიიდან.

1523 წელს კრისტიანი ტახტიდან გადადგა. ეს იმიტომ მოხდა, რომ კრისტიანის გადადგომა მოითხოვეს დანიელმა უხუცესებმა რომლებიც მხარს კრისტიანის ბიძას, ფრედერიკ I-ს უჭერდნენ. ამის შემდეგ იზაბელას ნორვეგიისა და დანიის დედოფლის ტიტულიც ჩამოერთვა. ფრედერიკს ძალიან უყვარდა იზაბელა ამიტომაც მან შესთავაზა დარჩენილიყო დანიაში და მას სანაცვლოდ დაენიშნებოდა დიდი პენსია და აუყვანდა საუკეთესოდ გაწვრთნილ გერმანელ დაცვას. თავად კრისტიანს კი დანიიდან გაქცევა სურდა, ხოლო იზაბელამ როგორც მეუღლის ერთგულმა ცოლმა ფრედერიკს ლათინურად მისწერა " Ubi rex menus, eibi regnum meum " რაც ასე ითარგმნება :" სადაც ჩემი მეფეა, იქაა ჩემი სამეფოც".

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელამ 1523 წელს ქმართან და შვილებთან ერთად დატოვა დანია და მშობლიურ ნიდერლანდებში გაემგზავრა. ისინი ტახტიდან იმიტომ ჩამოაგდეს, რომ კათოლიკეები იყვნენ ხოლო დანიელი ხალხი პროტესტანტი, რაც სრულიად მიუღებელი კომბინაცია იყო, რადგან პროტესტანტები კათოლიკე მონარქს არაფრით დაემორჩილებოდნენ. იზაბელამ და კრისტიანმა გერმანიაში დაიწყეს მოგზაურობა კათოლიკეთა შემოსაკრებად რათა ისინი ტახტის დასაბრუნებლად დაეხმარათ. იზაბელამ დახმარება თავის კათოლიკე ნათესავებს სთხოვა. 1523-1524 წლებში მათ იმოგზაურეს საქსონიაში და მოინახულეს ბერლინიც. ბერლინში იზაბელა ლუთერის სწავლებებით დაინტერესდა და დიდი სიმპათია განიცადა პროტესტანტიზმის მიმართ, თუმცა იგი კათოლიკობის ერთგული დარჩა და რელიგია ოფიციალურად არ შეუცვლია. 1524 წელს იზაბელა ესტუმრა ქალაქ ნურნბერგს სადაც პროტესტანტული წესით ეზიარა. ამან დიდი უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია იზაბელის ნათესავებში - ჰაბსბურგებში, რომლებიც კათოლიკობის თავგამოდებული დამცველები იყვნენ.

1525 წელს გერმანიაში მთელი ზაფხულის განმავლობაში საშინელი ქარიშხალი მძვინვარებდა. ამ დროს იზაბელი განუკურნებელი სენი შეეყარა რომელიც დროთა განმავლობაში გაუარესდა. 1526 წლის 19 იანვარს, ცივიჯნაარდეს ციხე-სიმაგრეში. გარდაცვალების წინ იზაბელამ ორივენაირი - პროტესტანტული და კათოლიკური ზიარება მიიღო, ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია კათოლიკურ არისტორკრატიაში. იგი დაკრძალეს ოდენსეს კათედრალში, დანიაში, დანიის მეფეთა სასაფლაოზე. კრისტიანი 1559 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, იზაბელას შემდეგ მას ცოლი აღარ მოუყვანია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქმარ-შვილი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელას შვილები: მარცხნივ დოროთეა, ცენტრში ჯონი, მარჯვნივ ქრისტინა

იზაბელა 1514 წელს ცოლად გაჰყვა მეფე კრისტიან II-ს. მათ 6 შვილი შეეძინათ:

  1. ჯონ ოლდენბურგი (1518-1532), დანიის პრინცი
  2. ფილიპ ფერდინანდ ოლდენბურგი (ტყუპისცალი) ( 1519- 1520), დანიის პრინცი
  3. მაქსიმილიან ოლდენბურგი (ტყუპისცალი) (1519-1519), დანიის პრინცი
  4. დოროთეა ოლდენბურგი (1520-1580), 1535 წელს ცოლად გაჰყვა რაინის ელექტორ პალატინ ფრედერიკ II-ს
  5. ქრისტინა ოლდენბურგი (1521-1590), 1533 წელს ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო II სფორცას, ხოლო 1541 წელს ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I ლოთარინგიელს
  6. მკვდარშობილი ბავშვი (1523)

და-ძმები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელას ჰყავდა ხუთი და-ძმა:

  1. ელეონორი (1498-1558), 1518 წელს ცოლად გაჰყვა პორტუგალიისა და ალგარვის მეფე მანუელ I ავისს, ხოლო 1530 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I დე ვალუას
  2. კარლ V (1500-1558), საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და ესპანეთის მეფე
  3. ფერდინანდ I (1503-1564), საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი, უნგრეთის, ხორვატიის და ჩეხეთის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი
  4. მარია (1505-1558), ცოლად გაჰყვა ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ტრანსილვანიისა და ხორვატიის მეფე ლაიოშ II იაგელონს
  5. კატალინა ( 1507-1578), ცოლად გაჰყვა პორტუგალიისა და ალარვის მეფე ჟუან II ავისს

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელას გერბი
  • კასტილიის ინფანტა
  • არაგონის ინფანტა
  • ბურგუნდიის ჰერცოგინია
  • ავსტრიის ერცჰერცოგინია
  • დანიის დედოფალი
  • ნორვეგიის დედოფალი
  • შვედეთის დედოფალი
  • ფინეთის ერცჰერცოგინია
  • დანიის რეგენტი
  • ნორვეგიის რეგენტი
  • ნიდერლანდების პრინცესა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1.  Anne J. Duggan: Queens and queenship in medieval Europe
  2. Dansk Kvindebiografisk Leksikon
  3. Kvindebiografisk Leksikon