ელეონორა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეონორა ავსტრიელი
Anonym Erzherzogin Eleonore.jpg
მანტუისა და მონტფერატის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 26 აპრილი, 1561
მმართ. დასასრული: 14 აგვისტო, 1587
წინამორბედი: კათარინა ავსტრიელი
მემკვიდრე: ელეონორა მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1534
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 5 აგვისტო, 1594, (59 წლის)
გარდ. ადგილი: მანტუა, იტალია
მეუღლე: გულიელმო I, მანტუას ჰერცოგი
(ქ. 1561 - გარდ. 1587)
შვილები: ვინჩენცო I, მანტუას ჰერცოგი
მარგერიტა, ფერარას ჰერცოგინია
ანა კატერინა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეონორა ავსტრიელი (გერმ. Eleonore von Österreich, იტალ. Eleonora d'Austria, დ. 2 ნოემბერი, 1534, ვენა, ავსტრია — გ. 5 აგვისტო, 1594, მანტუა, იტალია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა უნგრელის ასული. მანტუისა და მონტფერატის ჰერცოგინია როგორც გულიელმო გონძაგას მეუღლე და მისი სამი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორა დაიბადა 1534 წლის 2 ნოემბერს ვენაში, ავსტრიაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, ანა უნგრელის მერვე შვილი და მეექვსე ქალიშვილი. მალევე მისი უმცროსი და, ერცჰერცოგინია იოჰანა მიათხოვეს ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო I მედიჩის, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: ელეონორა (რომელსაც სახელი ელეონორას პატივსაცემად დაარქვეს და რომელიც შემდგომში თავად ელეონორას რძალი გახდა) და მარია, რომელიც საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა.

ცხოვრება მანტუაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1561 წლის 21 აპრილს ელეონორა მიათხოვეს მანტუისა და მონტფერატის ჰერცოგ გულიელმო გონძაგას. მრავალწლიანი ქორწინებიდან მათ მხოლოდ ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინათ.

ხუთი წლის ასაკში ელეონორას ნაბოლარა გოგონა ანა კატერინა იმდენად დაავადდა, რომ კინაღამ გარდაიცვალა. მას საშინლად მაღალი ცხელება ჰქონდა და არაფრით უმჯობესდებოდა. ელეონორა და გულიელმო კვირების მანძილზე ლოცულობდნენ და ღვთისმშობელს მათი გოგონას გადარჩენას ევედრებოდნენ. მომდევნო თვეს ანა მართლაც გამოჯანმთელდა, მათ კი მანტუაში ღვთისმშობლის სახელობის დიდი ტაძარი ააგეს. ღრმადმორწმუნე ელეონორა ქალიშვილებსაც ასევე ჭეშმარიტ კათოლიკეებად ზრიდა. მისი გოგონები მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მორწმუნენი იყვნენ, ხოლო ანა დაქვრივების შემდეგ მონაზვნადაც კი აღიკვეცა.

ელეონორას საყვარელი მეუღლე, ჰერცოგი გულიელმო 1587 წელს გარდაიცვალა და ჰერცოგი მათი ვაჟი ვინჩენცო გახდა. თავად ელეონორა 1594 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვინჩენცო I (დ. 21 სექტემბერი, 1562 — გ. 9 თებერვალი, 1612), მანტუისა და მონტფერატის ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი დეიდაშვილი ელეონორა მედიჩი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. მარგერიტა (დ. 27 მაისი, 1564 — გ. 6 იანვარი, 1618), ცოლად გაჰყვა დეიდამისის ქვრივს, ფერარას, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ანა კატერინა (დ. 17 იანვარი, 1566 — გ. 3 აგვისტო, 1621), ცოლად გაჰყვა ელეონორას ძმას, ანუ საკუთარ ბიძას, ტიროლისა და ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ II-ს და შეეძინა სამი ქალიშვილი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna". Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp I. der Schöne von Oesterreich" (in German). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 112.
  • Boureau, Alain (1995). The Lord's First Night: The Myth of the Droit de Cuissage. Translated by Cochrane, Lydia G. The University of Chicago Press. p. 96.
  • Noubel, P., ed. (1877). Revue de l'Agenais [Review of the Agenais]. 4. Société académique d'Agen. p. 497.