იუტა საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იუტა საქსონიელი
Akvarel-af-tidligere-kalkmaleri,Ringsted-Kirke,som-dronning-Jutta-kan-have-været-gengivet.jpg
დანიის დედოფალი
მმართ. წლები: 1239-1250
წინამორბედი: ელეანორა პორტუგალიელი
მემკვიდრე: მატილდა ჰოლშტაინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1223
გარდ. თარიღი: 2 თებერვალი, 1267
მეუღლე: ერიკ IV, დანიის მეფე
(ქ. 1239 - გარდ. 1250)
ბურხარდ VIII, მაგდებურგის ბურგრაფი
დინასტია: ასკანიები
მამა: ალბრეხტ I, საქსონიის ჰერცოგი
დედა: აგნეს ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

იუტა საქსონიელი (დან. Jutta af Sachsen; დ. 1223 — გ. 2 თებერვალი, 1267) — ასკანიების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის დედოფალი 1239-1250 წლებში როგორც მეფე ერიკ IV-ის მეუღლე. საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ის ასული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუტა დაიბადა 1223 წელს გერმანიაში. იგი იყო საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ისა და მისი მეუღლის, აგნეს ავსტრიელის ქალიშვილი. 1239 წელს იგი მიათხოვეს დანიის უმცროს მეფე ერიკ IV-ს, რითაც იგი დანიის უმცროსი დედოფალი გახდა. მას შემდეგ, რაც 1242 წელს მისი მამამთილი, მეფე ვალდემარ II გარდაიცვალა, ერიკი გახდა მთავარი მეფე და შესაბამისად იუტაც დანიის ერთადერთ დედოფლად იქცა.

დედოფალ იუტას ცხოვრების შესახებ არც თუ ისე ბევრი ცნობა არსებობს. ცნობილია, რომ იგი ჩართული იყო დანიელ ბერმონაზვნებთან კონფლიქტში, რომელთაც საბოლოოდ ჩამოართვა ხორბლის მოსავალი და თავის მამულებში წაიღო. ასევე მისი ხელმოწერა ფიქსირდება ერიკ IV-ის დაკრძალვის დოკუმენტზე, იმის თაობაზე, რომ დედოფალმა მას უკანასკნელი სურვილი შეუსრულა და ბერის სამოსით დაკრძალა. მისი დედოფლობა დანიაში სულ 8 წელს გაგრძელდა და 1250 წელს, მაშინ დასრულდა, როცა მეფე ერიკი მოკლეს. ცნობილია, რომ დაქვრივების შემდეგ იუტამ ქალიშვილები დანიაში დატოვა და თავად საქსონიაში დაბრუნდა.

უცნობია თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ გერმანიაში ჩასული იუტა მეორედ დაქორწინდა მაგდებურგის ბურგრაფ ბურხარდ VIII-ზე. იგი მისი პირველი ცოლი გახდა და გაუჩინა პირველი ქალიშვილი. იუტა გარდაიცვალა 1267 წლის 2 თებერვალს, მისი საფლავის ადგილი უცნობია.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქმრისგან:

  1. სოფია (1241-1286), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ვალდემარს;
  2. კნუდი (1242), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ინგებორგი (1244-1287), ცოლად გაჰყვა ნორვეგიის მეფე მაგნუს VI-ს;
  4. იუტა (1246-1284), როსკილეს წმინდა აგნესას დედათა მონასტრის წინამძღვარი;
  5. კრისტოფი (1247), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. აგნესა (1249-1295), როსკილეს წმინდა აგნესას დედათა მონასტრის წინამძღვარი;

მეორე ქმრისგან:

  1. სოფია (????-1325), ცოლად გაჰყვა ლანგელანდის ჰერცოგ ერიკ ერიკსონს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cf. Helmut Lötzke, Die Burggrafen von Magdeburg aus dem Querfurter Hause (11950), Bad Langensalza: Rockstuhl, 22005 (Reprint of the newly set ed. of 1950), pp. 128-132. ISBN 978-3-936030-22-8
  • Alf Henrikson: Dansk historia (Danish history) (1989) (Swedish)
  • Sven Rosborn (In Swedish): När hände vad i Nordens historia (When did what happen in the historiy of the Nordic countries) (1997)
  • Dansk biografisk Lexikon / VIII. Bind. Holst - Juul (in Danish)