1376 წელს დანიის ტახტზე თავისი არასრულწლოვანი ვაჟის ოლაფის აყვანა მოახერხა, რომელმაც 1380 წელს, ჰაკონ VI -ის გარდაცვალების შემდეგ, ნორვეგიის ტახტი მიიღო მემკვიდრეობით. მარგარიტა დანიასა და ნორვეგიას მისი ვაჟის სახელით მართავდა რეგენტის დონეზე, ოლაფის გარდაცვალების შემდეგ კი ამ სახელმწიფოების დედოფალი გახდა. 1389 წელს მარგარიტა თავიანთ დედოფლად შვედებმაც აღიარეს. მან ცხოვრების მიზნად, სკანდინავიის გაერთიანება დაისახა და 1397 წელს თავისი გერი შვილიშვილის ერიკ პომერანელის, საერთოსკანდინავიელი ხელმწიფის სტატუსით, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებულ ტახტზე აყვანაც შესძლო.
თითქმის სიცოცხლის დასასრულამდე მარგარიტა დანიელი კალმარის უნიის ქვეყნების მმართველი იყო.