ელეონორ ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეონორ ავსტრიელი
Eleanor of Austria
Joos van Cleve 003.jpg
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 16 ივლისი, 1518
მმართ. დასასრული: 13 დეკემბერი, 1521
წინამორბედი: მარია არაგონელი
მემკვიდრე: ეკატერინე ავსტრიელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 ივლისი, 1530
მმართ. დასასრული: 31 მარტი, 1547
წინამორბედი: კლაუდია დე ვალუა
მემკვიდრე: ეკატერინე მედიჩი
სხვა წოდებები: ავსტრიის ერცჰერცოგინია, კასტილიის ინფანტა და ტურინის ჰერცოგინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ნოემბერი, 1498
დაბ. ადგილი: ლავენი, ფლანდრია
გარდ. თარიღი: 25 თებერვალი, 1558 (59 წლის)
გარდ. ადგილი: ტალავერა ლა რეალი, ესპანეთი
მეუღლე: მანუელ I ავისი
ფრანსუა I ვალუა
შვილები: მარია ავისი, ვისეუს ჰერცოგინია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I ჰაბსბურგი
დედა: ხუანა I შეშლილი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეონორ ავსტრიელი (დ. 15 ნოემბერი, 1498 — გ. 25 თებერვალი, 1558), აგრეთვე ცნობილი როგორც ელეონორ კასტილიელიავსტრიის ერცჰერცოგინია და კასტილიის ინფანტა. 1518-1521 წლებში პორტუგალიის დედოფალი როგორც მანუელ I-ის მეუღლე, 1530-1547 წლებში საფრანგეთის დედოფალი როგორც ფრანსუა I-ის მეუღლე. მეორედ დაქვრივების შემდგომ მიენიჭა ტურინის ჰერცოგინიის ტიტული რომელსაც 1547-1558 წლებში ატარებდა. ჰყავდა ერთად ერთი ქალიშვილი - მარია ავისი, რომელიც პირველ მეუღლესთან შეეძინა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორი დაიბადა 1498 წლის 15 ნოემბერს, ლავენში, ფლანდრიაში. მისი დედ-მამა იყვნენ ფილიპე I და ხუანა კასტილიელი. ელეონორი მათი პირველი შვილი იყო, ამიტომაც მშობლებს გამორჩეულად უყვარდათ. მის შემდგომ ფილიპესა და ხუანას კიდევ 5 შვილი შეეძინათ : კარლოსი (შემდგომში საღვთო რომისა და ესპანეთის მმართველი კარლოს V), იზაბელა (შემდგომში დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი), ფერდინანდი (შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I), მერი (შემდგომში უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი) და ეკატერინე (შემდგომში პორტუგალიის დედოფალი).

ელეონორის ბავშვობიდანვე მისი მშობლები ცდილობდნენ, რომ ელეონორი დაენიშნათ ინგლისის მომავალ მეფე ჰენრი ტიუდორზე, თუმცა 1509 წელს ინგლისის მეფე გარდაიცვალა და ტახტზე ადის თავად ჰენრი VIII ტიუდორი,რომელმაც ცოლად ელეონორის დეიდა, ეკატერინე არაგონელი მოიყვანა. ამის შემდგომ ელეონორის ქმრობის უამრავი კანდიდატი გამოჩნდა. მისი მთხოვნელები იყვნენ : საფრანგეთის მეფე ლუი XII, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I და ლოთარინგიის ჰერცოგი ანტუან I.

1517 წელს გამჟღავნდა ელეონორისა და რაინის ელექტორ პალატინის, ფრედერიკ II-ის სასიყვარულო ამბები. ელეონორის ძმამ, კარლოსმა შეამჩნია, რომ ფრედერიკს სასიყვარულო წერილები მისდიოდა, მან ამის გამორკვევა ბრძანა და როგორც აღმოჩნდა წერილები ელეონორისგან მისდიოდა. კარლოსმა ფრედერიკი გაასამართლა და საღვთო რომის იმპერიიდან გააძევა. ამავე წელს კარლოსი ესპანეთის მეფე ხდება.

პორტუგალიის დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუელ I, ელეონორის პირველი მეუღლე

ამ აბმბების შემდეგ, კარლოსმა გადაწყვიტა ელეონორი რაც შეიძლება სწრაფად გაეთხოვებინა. კარლოსმა ძალიან მალე ელეონორს შესაფერისი საქმრო უპოვა. ეს იყო პორტუგალიისა და ალავგარის მეფე მანუელ I ავისი, რომელიც მეორედ იყო დაქვრივებული და მესამე ცოლს ეძებდა. ამ ქორწინებით კარლოსი თავიდან აიცილებდა პორტუგალიასთან ომებს, რომელიც აპირებდა ესპანეთის ხარჯზე გაფართოებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, ისიც , რომ მანუელის ორივე ცოლი ელეონორის დეიდაშვილი იყო.

1518 წლის 16 ივლისს ელეონორი და მანუელი დაქორწინდნენ, ამ დღესვე ელეონორმა მიიღო პორტუგალიის დედოფლის გვირგვინი და წოდება. 1520 წლის 18 თებერვალს ელეონორმა ინფანტი კარლოსი გააჩინა. 1521 წლის 15 აპრილს, მაშინ როცა ელეონორი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ინფანტი კარლოსი გარდაიცვალა. ამავე წლის 8 ივნისს ელეონორმა გააჩინა ინფანტა მარია. ამავე 1521 წელს მთელს პორტუგალიაში შავი ჭირი გვრცელდა. ჭირმა მალე სამეფო ოჯახამდეც მიაღწია და 1521 წლის 13 დეკემბერს მანუელ I გარდაიცვალა. ევროპული წესის თანახმად თუ დედოფალს ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა გაჩენილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და ან მეორედ გათხოვილიყო, ან მონასტერში უნდა წასულიყო და გარდაცვლილი მეუღლე ეგლოვა. 1523 წლის ივლისში ელეონორმა დატოვა თავისი პატარა გოგონა და ესპანეთში დაბრუნდა სადაც მისი ძმა, კარლოსი მეფობდა. კარლოსი არ აპირებდა დის მონასტერში გაშვებას, იგი ელეონორის ახალი ალიანსის შესაქმნელად გამოყენებას აპირებდა. თავდაპირველად კარლოსმა დის, მითხოვება ბურბონის ჰერცოგ შარლ III-ზე გადაწყვიტა. თუმცა 1524 წლიდან ვითარება სრულიად შეიცვალა.

საფრანგეთის დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა I, ელეონორის მეორე მეუღლე

1524 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი კლაუდია დე ვალუა. მისმა მეუღლემ, ფრანსუა I-მა კი ახალი მეუღლის ძიება დაიწყო. კარლოსმა გადაწყვიტა ეს მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა და საფრანგეთი რომელიც, აქამდე კარლოსის მოსისხლე მტერი იყო, დინასტიური ქორწინებით მოკავშირედ ექცია. სწორედ, ამოტომ კარლოსმა ფრანსუას, თავისი დის, ელეონორის ხელი შესთავაზა. ფრანსუა წინადადებას დასთანხმდა, ვინაიდან მასაც სჭირდებოდა კარლოსთან დაზავება. 1529 წელს, სახელწოდებით " La Paz de las Damas" (ქალბატონების მშვიდობა), ითვალისწინებდა ელეონორის ქორწინებით მშვიდობის დამყარებას. 1530 წლის 4 ივლისს ელეონორი და ფრანსუა დაქორწინდნენ. მათ ქორწინებაში შვილები არ ჰყოლიათ. ამ პერიოდისათვის ფრანსუას პირველი ცოლისაგან უკვე ჰყავდა 5 შვილი, მათ შორის 3 ვაჟი და თუ ელეონორი მას შვილებს ვერ გაუჩენდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობები თავიდანვე არამყარი იყო. ფრანსუას ყველასაგან დაუფარავად ჰყავდა ფავორიტი ქალი - ფრანსუაზა დე შატობრიანი. მიუხედავად იმისა, რომ ელეონორი ძალიან ლამაზი და მოხდენილი ქალი იყო, ფრანსუა მას მუდმივად იგნორირებას უკეთებდა. თუმცა დიდად, არც ელეონორი განიცდიდა ფრანსუასთან ცუდ ურთიერთობას. ელეონორი დიდ ყურადღებას უთმობდა ფრანსუას ქალიშვილებს მადლენს და მარგარეთს. განსაკუთრებულად აღელვებდა მადლენის მდგომარეობა, რომელსაც ფილტვების პრობლემა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. ელეონორმა მადლენი ავსტრიაში გაამგზავრა სამკურნალოდ, საიდანაც იგი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. მალე ფრანსუას ახალი საყვარელი გამოუჩნდა ანა დე პისლიო ეტამპი. ფრანსუა იმდენად მოაჯადოვა ანამ, რომ იმისათვის , რომ ანას სამეფო კარზე უფრო მყარი მდგომარეობა ჰქონოდა იგი დააქორწინა ჟან დე ბროსაზე, რომელსაც თვალის დახუჭვის სანაცვლოდ ფრანსუამ ეტამპის და შავრიოზას ჰერცოგის ტიტული უბოძა. ანამ იმდენი შესძლო რომ დედოფალი ელეონორი და მეფის სხვა საყვარლები აბსოლუტურად უგუვებელყოფილნი დარჩნენ. მალე ანას მიანიჭეს "სამეფო საყვარლის" ტიტული. საბოლოოდ ანამ ფრანსუაზე იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა, რომ ელეონორის მოკავშირე, ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, მონმორანსი თანამდებობიდან გადააყენებინა. 1533 წელს ელეონორი დაესწრო თავისი გერის, ორლეანის ჰერცოგის, ანრი დე ვალუას ქორწინებას მდიდარ ფლორენციელ ქალ, ეკატერინე მედიჩიზე. ამ გრანდიოზულ ქორწინებას ორგანიზება ელეონორმა გაუწია, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, საქორწინო ზეიმი 34 დღე გაგრძელდა, ყოველდღიურად ახლდებოდა კეძები და სასახლის მორთულობა, ასევე მათ ქორწილში, პირველად საფრანგეთის ისტორიაში ნაყინი დაამზადებინეს. თუმცა ანრი მამას ჰგავდა და მასაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. 1533 წელს ელეონორმა შექმნდა საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც იგი ღარიბებს ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედოფლობისას ელეონორს დედოფლის მხოლოდ ტიტული ჰქონდა, იგი ინარჩუნებდა მშვიდობიან ურთიერთობას საფრანგეთს, ესპანეთსა და საღვთო რომის იმპერიას შორის. 1538 წელს ელეონორმა დიდი როლი შეასრულა ფრანსუასა და კარლოსს შორის მოლაპარაკების დროს. 1544 წელს ელეონორმა კარლოსსა და ფრანსუას შორის დადო სამშვიდობო ზავი. 1544 წელს იგი სტუმრად ეწვია თავის ძმა კარლოსს. ეს ოფიციალური შეხვედრა ქალაქ ბრიუსელში შედგა. 1547 წლის 31 მარტს ფრანსუა გარდაიცვალა, ტახტზე ანრი II და ეკატერინე მედიჩი ადიან, ელეონორმა კი 1548 წელს დატოვა საფრანგეთი და მშობლიურ ესპანეთში, თავის ძმას, კარლოსს შეაფარა თავი.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორ ავსტრიელის გერბი

1548 წელს ელეონორი კვლავ ესპანეთში დაბრუნდა. კარლოსმა საყვარელი და მონასტერში გამოსაკეტად კვლავ ვერ გაიმეტა და ტურინის ჰერცოგინიის ტიტული უბოძა, რათა ელეონორს თავისუფლად ეცხოვრა. 1555 წელს ელეონორი ბრიუსელში დაესწრო თავისი ძმის, კარლოსის ტახტიდან გადადგომის ცერემონიალს და მეორე ძმის, ფერდინანდის იმპერატორად კურთხევას. 1556 წელს დაბრუნდა ესპანეთში სადაც დაესწრო თავისი ძმიშვილის, ფილიპე II-ის და მისი მეუღლის მერი ტიუდორის ესპანეთის მეფე-დედოფლად კურთხევას. ამავე პერიოდში ელეონორთან ჩამოდის მისი ერთად ერთი ქალიშვილი მარია, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს ტალავერა ლა რეალში. მათ ასევე ხშირად სტუმრობდათ, ელეონორის ძმა კარლოსი რომელიც მათთან ახლოს ცხოვრობდა. 1558 წლის 25 თებერვალს, 59 წლის ასაკში ელეონორ ავსტრიელი გარდაიცვალა. დაკრძალულია ლიედაში, ელ კორიალის, ესპანეთის მეფეთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marshall, Rosalind K. (2003). Scottish Queens, 1034-1714. Tuckwell Press. p. 101.