მარგარეტ პარმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარეტ პარმელი
Margaret von Parma
Margarethe von Parma.jpeg
ფლორენციის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 იანვარი, 1536
მმართ. დასასრული: 6 იანვარი, 1537
წინამორბედი: მადლენ ფრანგი
მემკვიდრე: ელეონორ ტოლედოელი
პარიმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1547
მმართ. დასასრული: 18 იანვარი, 1586
წინამორბედი: ჯიროლამა ორსინი
მემკვიდრე: მარგერიტა ალდობრანდინი
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 1559
მმართ. დასასრული: 1567
წინამორბედი: ემანუელე ფილიბერტო სავოიელი
მემკვიდრე: ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1522
გარდ. თარიღი: 18 იანვარი, 1586 (63 წლის)
მეუღლე: ალესანდრო მედიჩი
ოტავიო ფარნეზე
შვილები: ალესანდრო ფარნეზე
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ V ჰაბსბურგი
დედა: იოჰანა მარია ვან დერ გჰეინისტი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ პარმელი (გერმ. Margaret von Parma; იტალ. Margherita di Parma; დ. .28 დეკემბერი 1522 — გ. 18 იანვარი 1586) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და მისი საყვარლის, იოჰანა მარია ვან დერ გჰეინისტის უკანონო ქალიშვილი. ნიდერლანდების შტატჰალტერი 1559-1567 წლებში,[1] ფლორენციის ჰერცოგინია 1536-37 წლებში როგორც ალესანდრო მედიჩის, ხოლო პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია 1547-1586 წლებში როცორც ოტავიო ფარნეზეს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვილი მარგარეტი აკვანში. აკვანთან დგას მამამისი, იმპერატორი კარლი და დედამისი, იოჰანა მარია ვან დერ გჰეინისტი

მარგარეტი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ქალიშვილი. მარგარეტი იზრდებოდა მეხლენში,[2] მას ზრდიდა მისი დაქვრივებული მამიდა, წარსულში უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი მარია ჰაბსბურგი, რომელიც იმ დროს ნიდერლანდების შტატჰალტერი იყო. [3]

იგი ძალიან მკაცრად იზრდებოდა, ხოლო როდესაც წამოიზარდა მამამისმა მისი გათხოვება განიზრახა თავისი მმართველობის განსამტკიცებლად. [4]

1527 წელს მარგარეტი მიათხოვეს რომის პაპ კლემენტ VII-ის უკანონო ვაჟს, ფლორენციის მომავალ ჰერცოგ ალესანდრო დე მედიჩის. ამ დროს მარგარეტი მხოლოდ 5 წლის იყო. 1529 წელს მას მამამისმა გვარი მისცა. 1533 წელს 11 წლის მარგარეტი ფლორენციაში გადასახლდა და იტალიურის სწავლა დაიწყო[5]. ფლორენციის ინტრიგებით სავსე სამეფო კარზე მარგარეტმა ისეთი უნარ-ჩვევები აითვისა, რამაც ის დამოუკიდებელ და ძლიერ ქალად აქცია.[6] მარგარეტი ქმართან დიდ დროს არ ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტმა უამრავი ენა იცოდა, ცხოვრების ბოლომდე უჭირდა იტალიურად მეტყველება.[7]

1536 წელს ალესანდრო მედიჩი ფლორენციის ჰერცოგი გახდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1537 წელს მისი მმართველობით გატანჯულმა ფლორენციელებმა ალესანდრო მოკლეს.[2] 1538 წლის 4 ნოემბერს რომის პაპ პავლე III-ის შვილიშვილი, ოტავიო ფარნეზე და მარგარეტი დაქორწინდნენ. [8]ამ დროს მარგარეტი 15 წლის იყო, ხოლო ოტავიო 14-ის. ეს ქორწინებაც კარლ V-ის მმართველობის განსამტკიცებლად იყო, ვინაიდან ფარნეზეს დინასტიის თანადგომა მას წყალივით სჭირდებოდა. [2]მალევე მარგარეტმა ოტავიოსგან ტყუპი ვაჟები გააჩინა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე გადარჩა. ოტავიოსთან ქორწინების შემდეგაც განაგრძო მან პოლიტიკური ხრიკებისა და ხელოვნების შესწავლა.

მარგარეტ პარმელი 1562 წელს ნიდერლანდებში

1555 წელს მარგარეტმა დატოვა იტალია და ნიდერლანდებში გაემგზავრა რათა თავისი ნახევარძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის მმართველობის განსამტკიცებლად და პროტესტანტიზმის ნიდერლანდების მიწიდან აღმოსაფხვრელად. ფილიპმა მარგარეტი ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშნა. მარგარეტმა ნიდერლანდებში ინკიზიციის აღსრულება და ესპანური დესპოტიზმის სახელით ცნობილი მმართველობა დაიწყო. მარგარეტის სასტიკი მმართველობით გატანჯული ჰოლანდიელები მალე აჯანყდნენ. მალე ფილიპე იძულებული გახდა დისთვის ეს წოდება ჩამოერთმია და ალბას ჰერცოგისთვის, ფერნანდო ალვარეს დე ტოლედოსთვის გადაეცა. მიუხედავად ამისა მარგარეტი ნიდერლანდებში რელიგირუი ნიშნით საშინელ რეპრესიებს განაგრძობდა. [9]

1567 წელს მარგარეტი კვლავ იტალიაში დაბრუნდა თავის ქმართან.1578 წელს მისი ვაჟი, ალესანდრო ფარნეზე დაინიშნა ნიდერლანდების შტატჰალტერად. ფილიპმა მას ნიდერლანდებში სტაბილურობის დაცვა და პროტესტანტიზმის აღმოფხვრა დაავალა თუმცა დავალებას თავი ვერ გაართვა, 1582 წელს მარგარეტი ქალაქ ნამიურში ჩავიდა რათა შვილს მართვაში დახმარებოდა. 1583 წელს ფილიპეს ბრძანებით მარგარეტი იტალიაში დაბრუნდა. 1586 წლის 18 იანვარს მარგარეტ პარმელი გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში.[5]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტს ოტავიოსთან 2 ვაჟი შეეძინა:

  • კარლო ფარნეზე (27 აგვისტო 1545 - სექტემბერი 1545);
  • ალესანდრო ფარნეზე (27 აგვისტო 1545 - 3 დეკემბერი 1592), პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგი, ნიდერლანდების შტატჰალტერი, იქორწინა პორტუგალიის პრინცესა მარია ავისზე;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chisholm, Hugh, ed. (1911). https://en.wikisource.org/wiki/1911_Encyclop%C3%A6dia_Britannica/Margaret_of_Austria_(1522-1586) 17 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 703–704.
  2. 2.0 2.1 2.2 https://muse.jhu.edu/article/181845
  3. Motley, John (1883). The Rise of the Dutch Republic: A History, Vol. 1. New York, New York: Harper and Brothers. p. 227.
  4. Steen, Charles (2013). Margaret of Parma: A Life. BRILL. pp. 10–12.
  5. 5.0 5.1 http://www.brill.com/products/book/margaret-parma-life
  6. Steen, Charles (2013). Margaret of Parma: A Life. BRILL. p. 23.
  7. Steen, Charles (2013). Margaret of Parma: A Life. BRILL. p. 20.
  8. Niwa, Seishiro (February 2005). "'Madama' Margaret of Parma's patronage of music". Early Music. 33: 25–38.
  9. Motley, John (1855). The Rise of the Dutch Republic, A History Vol. 2. Philadelphia, PA: David Mckay. pp. 119–124.