მარია ავსტრიელი (1531-1581)
მარია ავსტრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1531 პრაღა, ბოჰემია |
გარდაცვალების თარიღი |
11 დეკემბერი, 1581, (50 წლის) ნიედერციერი, კლევი |
რელიგია | კათოლიციზმი |
შვილ(ებ)ი | 7 შვილი |
მშობლები |
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი დედა: ანა უნგრელი |
მარია ავსტრიელი (გერმ. Maria von Österreich; დ. 15 მაისი, 1531 — გ. 11 დეკემბერი, 1581) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ანა უნგრელის ასული. იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია როგორც ვილჰელმ კლეველის მეუღლე და მისი შვიდი შვილის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დაიბადა 1531 წლის 15 მაისს პრაღაში, ბოჰემიაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-ის ასულ ანა იაგელონის შუათანა ქალიშვილი.
1546 წლის 18 ივლისს მარია დაქორწინდა იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმ ლა მარკზე. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ქორწინება, რომელიც მარიას ბიძის, იმპერატორ კარლ V-ის სურვილით შედგა. ამ ქორწინების შემდეგ იულიხ-კლევ-ბერგი იტალიურ ომებში ავსტრიის მხარეს დაიჭერდა და კვლავ კათოლიკურ რელიგიაზე დარჩებოდა, ამის სანაცვლოდ კი ავსტრიელები ამ პატარა საჰერცოგოს ვალებიდან და კრიზისიდან ამოათრევდნენ. მეტიც, კარლ V-მ ვილჰელმს ნება დართო, რომ თუ მასსა და მარიას ვაჟი ეყოლებოდათ, მას შეეძლო პრეტენზია გამოეთქვა ავსტრიის ტახტზე. მიუხედავად ყველაფრისა, მარიასა და ვილჰელმს მეტად ბედნიერი და კომფორტული ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მათ შვიდი შვილი შეეძინათ.
როგორც აღმოჩნდა მარიას ბებიამისის, კასტილიის დედოფალ ხუანა შეშლილის გენები ჰქონდა მემკვიდრეობით გადმოცემული და სიცოცხლის ბოლო წლებში ისიც ჭკუიდან შეირყა. ყოველივე ამის გამო იგი ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა 1581 წლის 11 დეკემბერს, სრულიად მარტო, 50 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია ელეონორა (1550-1608), ცოლად გაჰყვა პრუსიის ჰერცოგ ალბერტ ფრიდრიხს;
- ანა (1552-1632), ცოლად გაჰყვა ნოიბურგის პფალცგრაფ ფილიპ ლუდვიგს;
- მაგდალენა (1553-1633), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუხენის პფალცგრაფ იოჰან I-ს;
- კარლ ფრიდრიხი (1555-1575), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
- ელიზაბეთი (1556-1561), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- სიბილა (1557-1627), ცოლად გაჰყვა ბარგუს ლანდგრაფ კარლ II-ს;
- იოჰან ვილჰელმი (1562-1609), იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგი, მიუნსტერის ეპისკოპოსი და ალტენას გრაფი, პირველად ცოლად შეირთო იაკობა ბადენელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ანტუანეტ ლოთარინგიელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Constantin von Wurzbach: Maria, Erzherzogin von Oesterreich, Herzogin zu Berg, Jülich und Cleve. Nr. 198. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 19 (Digitalisat).
- Gustav Prümm: Ein Gewinn fürs ganze Leben, Books on Demand, 2009, S. 16 f.
- Zentralstelle für Deutsche Personen- und Familiengeschichte: Genealogisches Jahrbuch, Band 36–38, Degener, 1996