ანა ავსტრიელი (1573-1598)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა ავსტრიელი

ანა ავსტრიელი (გერმ. Anna von Österreich, პოლ. Anna Habsburżanka, შვედ. Anna av Österrike; დ. 16 აგვისტო 1573, გრაცი — გ. 10 თებერვალი 1598, ვარშავა) — ავსტრიის ერცჰერცოგინია ჰაბსბურგების გვარიდან. პოლონეთის მეფის და ლიტვის დიდი მთავრის, სიგიზმუნდ III-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა იყო ერჰერცოგ კარლ II-ის და მისი ცოლის, მარია ანას ქალიშვილი. 1592 წლის 31 მაისს ანა დაქორწინდა პოლონეთის და მოგვიანებით შვედეთის მეფე სიგიზმუნდ III ვაზე. სიგიზმუნდი იყო შვედეთის მეფე ჯოჰან III-ის და მისი პირველი ცოლის კატარინა იაგელონის ერთადერთი ვაჟი. ანა ავსტიელი იყო ღრმად მორწმუნე კათოლიკე.

ანა გარდაიცვალა ბოლო შვილზე მშობიარობის გართულების შედეგად. ის დაკრძალულია კრაკოვის წმინდა სტანისლავისა და ბაცლავის ტაძარში. მის სარკოფაგზე არსებული წარწერის თანახმად ის დაბადებულია 1567 წელს ანუ მისი მშობლების ქორწინდებიდან 4 წლის შემდეგ. მისი გარდაცვლების შემდეგ სიგიზმუნდ III დაქორწინდა ანას დაზე, კონსტანცია ავსტრიელზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wilhelm Binder: Allgemeine Realencyclopädie oder Conversationslexicon für das katholische Deutschland, Band 12, S. 965
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Anna von Oesterreich (Königin von Polen). Nr. 27. В: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Band 6. Verlag L. C. Zamarski, Wien 1856—1891, S. 151

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]